ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლა ვაქცინაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, სკოლის მასწავლებელთა 40% უკვე სრულად აცრილია, დანარჩენებმა პირველი დოზა გაიკეთეს და სასწავლო წლის დაწყებამდე ისინიც ორჯერადად აცრილები იქნებიან:
,,ძვირფასო მშობლებო,
სექტემბრამდე, სანამ სკოლაში შევხვდებით ერთმანეთს, მინდა ერთი კარგი ამბავი გითხრათ: სასწავლო წლის დასრულებისას ჩვენ, პედაგოგები შევთანხმდით , გამოგვეყენებინა საზაფხულო შვებულების პერიოდი და გვეზრუნა საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და აცრა გაგვეკეთებინა!
ასეც მოხდა (რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ კოლეგას, რომელიც სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ სერიოზულ საქმეს) : მასწავლებელთა 40% უკვე სრულად აცრილია, დანარჩენებმა პირველი დოზა გაიკეთეს და სასწავლო წლის დაწყებამდე ისინიც ორჯერადად აცრილები იქნებიან!!!
ვეცადეთ, ამ ფორმითაც გამოგვეხატა უდიდესი პატივისცემა ერთმანეთისა და თქვენი შვილების მიმართ!
ახლა გავბედავ და დედებსა და მამებს, ბებო-ბაბუებს, ერთი რჩევა მინდა მოგცეთ მე, ვისაც ძალიან გაუთამამდა სიკვდილი : ჩვენს ქვეყანაში კი არა, მთელ პლანეტაზე შექმნილი მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, როცა ვერაგი ვირუსი განსაკუთრებულად საშიში გახდა პატარებისთვის, როცა ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, თქვენი და ჩვენი შვილებისთვის, მათი ღიმილიანი სახეებისთვის, მათი კეთილდღეობისთვის, თქვენც გაიკეთეთ აცრა #აცრაარკლავს!!!!
ერთად ვიბრძოლოთ ამქვეყნად ყველაზე ძვირფასის- შვილების სიცოცხლის გადასარჩენად!'' - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„დღეს ვიწყებთ უპრეცედენტო პროექტს, რომელიც გულისხმობს ტექნოლოგიების სფეროში 3000 ახალგაზრდის გადამზადებას, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პროექტში ჩართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლება, გადამზადების შემდეგ კი ისინი მაღალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმდებიან.
„დღეს ვიწყებთ უპრეცედენტო პროექტს, რომელიც გულისხმობს ტექნოლოგიების სფეროში 3000 ახალგაზრდის გადამზადებას. ამ პროექტის მხარდამჭერია და რესურსებით უზრუნველყოფა ხდება მსოფლიო ბანკის მხრიდან. 3000 ახალგაზრდას მიეცემა შესაძლებლობა ტექნოლოგიების სფეროში სხვადასხვა მიმართულებით დასაქმდნენ, ეს არის მონაცემთა ბაზები, პროგრამირება, ბლოკჩეინი და ა.შ. შემოდგომიდან დაიწყება ის საერთაშორისო პროგრამები, რომლის მიხედვითაც ისინი გაივლიან საერთაშორისო პროგრამებს და მიეცემათ საერთაშორისო სერთიფიკატი, რაც მოგვცემს საქართველოში ყველაზე მასშტაბური პროექტის დაწყების საშუალებას, რაც გულისხმობს ტექნოლოგიების სფეროში ახალგაზრდების ჩართულობას და მაღალანაზღაურებად სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებას. დღეს გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი და შემოდგომიდან 3000 ახალგაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლებს ამ პროგრამებში ჩართვას“ , - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
საერთაშორისო ტენდერი ICT - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს 3000 სპეციალისტის გადასამზადებლად დღეს გაიხსნა. ტენდერი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით და მისი მთლიანი ბიუჯეტი 7 მილიონ ლარს (2,5 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს.
პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის შემოდგომიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა გაიაროს უფასო კურსი პროგრამირების, მონაცემთა ბაზების, კიბერუსაფთხოების, ქსელების, პროექტ-მენეჯმენტის, დიზაინის, ბლოკჩეინისა და სხვა მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით, ასევე მოიპოვოს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული სერთიფიკატი. შედეგად - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს მოქმედი 3000 ადგილობრივი სპეციალისტი გაივლის მაღალკვალიფიცირებულ სწავლებას, რაც მიზნად ისახავს ICT სექტორის გაძლიერებას საქართველოში და სერვისების ექსპორტის ხელშეწყობას.