- ვაქცინაცია ,,ფაიზერით" 12 წლის ასაკიდან
- ბუსტერი ("ფაიზერის" მე-3 დოზა) ყველას 40 წლის ასაკის ზევით და ქრონიკული პაციენტებისთვის
- სამედიცინო პირბადის უნივერსალური გამოყენება 2 წლის ასაკიდან (ყველგან/ყველასთვის/გარეთ/შენობაში)
- ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება/დისტანციის დაცვა.
- კომენდანტის საათი 20:00 - 6:00 (ისე ახლა მთლიანი ლოკდაუნი არის საჭირო, მაგრამ ვერავინ გაბედავს ამის თქმას, ჩემს გარდა)
- სკოლების/უნივერსიტეტების, ოფისების დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა ნოემბრამდე.
- კოვიდ საშვების ამოქმედება. ავიღოთ საფრანგეთის მაგალითი და ნუ გამოვიგონებთ ახალ ველოსიპედს.
- ისე, აფთიაქებმა სამედიცინო პირბადე 10 თეთრად რომ გაყიდონ, ამით არ გაკოტრდებიან.
- ყველა ,,არგამოყენებული” რეანიმაციული საწოლი უნდა გადავიდეს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინიგის დროებით მართვაში - 2 თვით.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ყველაფერი ჯანმრთელობაზე
