Baby Bag

,,თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, საკლასო ოთახში შევიდეს” - „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კლინიკური მენეჯერი

,,თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, საკლასო ოთახში შევიდეს” -  „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კლინიკური მენეჯერი

,,თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, საკლასო ოთახში შევიდეს”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, დევი ტაბიძემ მედიაჰოლდინგ ​„კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია სასწავლო პროცესის დასაწყებად აუცილებელი პირობაა.

„ხვალ-ზეგ სწავლა იწყება. თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება და ის საკლასო ოთახში შევა, მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, მას სამსახურიდან აუცილებლად გავათავისუფლებდი. ის არის სოციალურად საშიში ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ვიცით, რომ „დელტა“ ვირუსი ერთერთი ისეთი ვირუსია, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას იწვევს.

ვაქცინაცია სასწავლო პროცესის დასაწყებად აუცილებელია. ჩემი მოსაზრება ასეთია: იქნება ეს ბაღის აღმზრდელი, სკოლის თუ უნივერსიტეტების პედაგოგი, აცრილი უნდა იყოს. თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, საკლასო ოთახში შევიდეს. ვთვლი, რომ მთელი „სტაფი“ უნდა იყოს აცრილი, აქ შედის ტექნიკური პერსონალი, დარაჯი და ა.შ.“ – განაცხადა დევი ტაბიძემ.

წყარო: ​,,კვირა''

„ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს“ - ამირან გამყრელიძე სწავლის დაწყებისთვის აუცილ...
რა შემთხვევაში აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში? - აღნიშნულ კითხვაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა. „ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწ...

შეიძლება დაინტერესდეთ

ვის გაუკეთდება ,,ბუსტერ'' დოზა? - გადაწყვეტილება მიღებულია

ვის გაუკეთდება ,,ბუსტერ'' დოზა?  - გადაწყვეტილება მიღებულია

ვაქცინის მესამე დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის პროფესიების მქონე პირებს შეეძლებათ -  აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში. ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, ასევე მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც არის სამედიცინო პერსონალი, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები“, - დასძინა თამარ გაბუნიამ.

წაიკითხეთ სრულად