Baby Bag

„​არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა და და განწირული მამის ხმა: სად ხართ, შვილებო?! ღმერთო, დამეხმარე!“ - გიორგი კეკელიძე

„​არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა და და განწირული მამის ხმა: სად ხართ, შვილებო?! ღმერთო, დამეხმარე!“ - გიორგი კეკელიძე

ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე წერს:

​„არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა. თითქოს სხვა სამყარო, რომელიც ირგვლივაა, საკუთარი წარსულით და მომავლით, უქმდება და უფასურდება.

და განწირული მამის ხმა: სად ხართ, შვილებო?! ღმერთო, დამეხმარე!

თვითონაც ნანგრევებად ქცეულები, ვუყურებთ ეკრანს, რომელიც თავგნაწირული მაშველების ფონზე, გარდაცვლილების რიცხვის ზრდას გვაცნობს. ვუყურებთ და ვერაფერს ვფიქრობთ.

ახლა სხვა ყველაფერი ყალბი მგონია, გარდა ამ გაყინული, უფიქრო შეძრწუნებისა. ის სიტყვებიც ყალბია, რომ თითქოს წუთისოფლის წამიერება შევიგრძენით და უფრო დავაფასებთ ერთმანეთს და ცოცხლად ნაკლებად დავღრღნით. ყველაფერი ყალბია, გარდა იმ ორ „ჯანმრთელ“ სახლს შორის სიკვდილის ღია პირივით დაფჩენილი ნასახლარი ნაპრალისა.

ეს ნანგრევების დღე და ღამეა და ასეც დარჩება ჩვენს ბედკრულ ისტორიაში,“ - წერს გიორგი კეკელიძე.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების​ ჯგუფი“)

„ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ“ - გელა დაიაუ...
პოეტი გელა და­ი­ა­უ­რი, რო­მელ­მაც წლე­ბის წინ ავა­რი­ით მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი და­კარ­გა, ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და უთანაგრძნობს მამაკაცს, რომელსაც ოჯახის ოთხი წევრი გარდაეცვალა.„ჩემთვის...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენი მთავარი გამოწვევაა სიკვდილის პირას „მოთამაშე“ ბავშვები, ბავშვობაგამოტოვებულები - ჩვენი უნიათობის და დაუკვირვებლობის გამო“ - გიორგი კეკელიძე

„ჩვენი მთავარი გამოწვევაა სიკვდილის პირას „მოთამაშე“ ბავშვები, ბავშვობაგამოტოვებულები - ჩვენი უნიათობის და დაუკვირვებლობის გამო“ - გიორგი კეკელიძე

​„დღეს ობჩადან გომის მთას ვეწვიე - ღრუბლებზე რომ ფეხით დადიხარ, იმ ადგილს. მაგრამ ამაზე არ მინდა მოგიყვეთ ახლა და თუ მაინცდამაინც - წინა პოსტშია ჩემი ნაწვალევი ფოტოები. 

სხვა რამეზე მინდა მოგიყვეთ - საშინელი ნისლი იყო უკანა გზაზე, ზოზინით მოვდიოდი. უცებ წელში მოხრილი ადამიანი შევნიშნე, დიდი შეკვრა ბალახი მოეგდო. დავაკვირდი, დავაკვირდი და 13-14 წლის გოგონა. ჩამოვედი და ვკითხე. ძალიან ხალისიანი იყო, ამაყი. დაქირავებული ვარო. მე და ჩემი მეგობრებიო. და ქვევით, თითქმის უფსკრულში გადამახედა, ორი პატარა ბიჭი ბალახებს გლეჯდა.
ცოტა ქვევით, გზაზე, 16 წლის ბიჭის ამბავი შევიტყვე, მშენებლობაზე დაღუპული ბიჭის.
მე მგონია, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა ეს ბავშვებია, სიკვდილის პირას „მოთამაშე“ ბავშვები, ბავშვობაგამოტოვებულები - ჩვენი უნიათობის და დაუკვირვებლობის გამო.
ამაზეც უნდა ავტეხოთ დიდი და აუცილებელი განგაში! მე მთელი გზა ვფიქრობ და მაქვს გეგმა პატარა გოგონასთვის. მაგრამ ეს რას უშველის სხვა დანარჩენ ბავშვს? მათ ვინც მთელ ზაფხულს ხელებდაგლეჯილი გაატარებს ან უკვე ცალი ფეხით შენობიდან არის გადაკიდული და ხვალ ,,ვაი-ვუის" თუ შევაწევთ. დრო დადგა ხმამაღლა ამაზე ფიქრის!“

აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძე აქვეყნებს.​

წაიკითხეთ სრულად