საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
,,ნუ აიცრებით, ვისაც გეშინიათ, მაგრამ იყავით რა თქვენთვის! არაა აუცილებელი შიშის მაღალგანსწავლულობად და გმირობად წარმოჩენა! არ განგსჯით და არც დაგცინით ვა!''
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ წერს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:
,,არ ვამბობ, რომ ექიმების დაწერილი ყველაფერი, ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა! მედიცინა ძალიან რთული დარგია, აუარებელი ნიუანსით! როცა სტატუსს ვწერ, სადაც რეკომენდაციები და პროცესების ახსნაა, აუცილებლად ვაკითხებ წინასწარ ჩვენი კლინიკის სპეციალისტს, რომელიმე პროფესორს- ვნერვიულობ, რამე უზუსტობა არ დავწერო, შეცდომაში არ შევიყვანო მკითხველი.
...ჰოდა, თქვენ რა ისწავლეთ ასეთი კალენდრის მოხეული ფურცლის უკანა გვერდზე (ჩემი ახალგაზრდობის ტერმინია, ახლა ეს ფურცელი წარმატებით ჩაანაცვლა ინტერნეტის საეჭვო საიტებმა), რომ მომდგარხართ და ჭკუას ასწავლით სრულიად მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებას? გეშინიათ და არ იცრით? გასაგებია ბატონო! ერთი ჩემი მეგობარი და შესანიშნავი ქირურგი გავკოჭეთ, რომ ანალიზისთვის სისხლი აგვეღო ვენიდან (აუცილებლად ესაჭირებოდა, ბ ჰეპატიტის გამო, წლების წინ), ძალიან ეშინია ვენაში ნემსის, მაგრამ პარანოიალური ბოდვები კი არ დაუწყია სისხლის გამოკვლევის მავნეობაზე და არც სხვას ეუბნება "არ აიღოთო!" სრულიად მესმის ეს შიში და ვიცი, როგორც ფსიქიატრმა - თითქმის დაუძლეველია! მაგრამ ნუ მიაბავთ რაღაც იდიოტურ თეორიებს, თორემ ჩვეულებრივი ფობიიდან სხვა რამეში გადადის უკვე.
ნუ აიცრებით, ვისაც გეშინიათ, მაგრამ იყავით რა თქვენთვის! არაა აუცილებელი შიშის მაღალგანსწავლულობად და გმირობად წარმოჩენა! არ განგსჯით და არც დაგცინით ვა!'' - აღნიშნავს დავით გადელია.