Baby Bag

უჩველო ძარცვა სენაკში - მძარცველებმა მაღაზიიდან ფულის ნაცვლად 2 ცალი „სნიკერსი“ წაიღეს

უჩველო ძარცვა სენაკში - მძარცველებმა მაღაზიიდან ფულის ნაცვლად 2 ცალი „სნიკერსი“ წაიღეს

სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სუპერმარკეტი დააყაჩაღეს. ორმა პირმა სუპერმარკეტში თანხა ვერ იპოვა, მაღაზიიდან ორი შოკოლადი („სნიკერსი“) წაიღო და თან მინის კარები ჩალეწა. 

აღნიშნული ფაქტი გუშინ საღამოს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. 

შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.