Baby Bag

„მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 2019 წლის ბიუჯეტში ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული“

„მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 2019 წლის ბიუჯეტში ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული“

მასწავლებელთა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ ​სხდომაზე ისაუბრა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანგარიში წარადგინა. მის ნათქვამს გთავაზობთ სიტყვა-სიტყვით:

„მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 2019 წლის ბიუჯეტში ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული. თუ შეთანხმება იქნება და ამისთვის საჭირო იქნება ბიუჯეტში ცვლილება, ჩვენ წარმოვადგენთ თუ რის ხარჯზე იქნება ეს ცვლილება და რა რესურსი გვექნება. ამაზე მიდის მუშაობა, რომ ჩვენ გამოვძებნოთ გარკვეული რესურსები, მათ შორის, ვუყურებთ ეკონომიკურ აქტივობას. თუ ჩვენ გვექნა უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა და დამატებითი რესურსი, რა თქმა უნდა, ერთერთი წყარო სწორედ ეს იქნება, რომ ამ მიმართულებით მივმართოთ რესურსები. თუმცა ჯერ ბიუჯეტში ეს არ არის გათვალისწინებული და ამისთვის საჭირო იქნება საბიუჯეტო ცვილებები.“

ამავე თემაზე​:

​„მომავალი წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ხელფასების ზრდა, ეს პედაგოგთა დიდ რაოდენობას ეხება,“ - მიხეილ ბატიაშვილი
​რა დაპირებები უნდა შევახსენოთ ხელფასებთან დაკავშირებით განათლების მინისტრს