Baby Bag

ერთწინადადებიანი მოთხრობა, რომლითაც ერნესტ ჰემინგუეიმ სანაძლეო მოიგო

ერთწინადადებიანი მოთხრობა, რომლითაც ერნესტ ჰემინგუეიმ სანაძლეო მოიგო

ერთხელ, ერნესტ ჰემინგუეიმ სანაძლეო დადო, რომ შეძლებდა დაეწერა ძალიან პატარა მოთხრობა, რომელიც ამაღელვებელი იქნებოდა. 

მწერალმა სანაძლეო მოიგო. მან ერთწინადადებიანი მოთხრობა დაწერა - „იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი, უხმარი.”

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. Მოიწონეთ გვერდი მზრუნველი დედები

„როცა კაცი ამბობს – შიკალადი, ველისაპეტი და სიფილისტი, მასთან სერიოზულ თემებზე კამათი წყლი...
„მახსოვს, ახალგაზრდობაში შევქმენი, ასე ვთქვათ, გოიმობის კოეფიციენტის დამადგენელი სოციო-ლინგვისტური ტესტი. მისი ჩატარების შედეგებმა დამარწმუნა, რომ, როცა კაცი ამბობს – შიკალადი, ველის...

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედაჩემი სკოლის პედაგოგი იყო, ნამდვილი ანგელოზი... მედიცინა სწორედ დამჭკნარი და დაავადებისგან შეჭმული დედის გამო ავირჩიე და პირობა მივეცი, რომ რაც არ უნდა დამჯდომოდა, მისი სახელით უამრავ ადამიანს გადავარჩენდი“

„დედაჩემი სკოლის პედაგოგი იყო, ნამდვილი ანგელოზი... მედიცინა სწორედ დამჭკნარი და დაავადებისგან შეჭმული დედის გამო ავირჩიე და პირობა მივეცი, რომ რაც არ უნდა დამჯდომოდა, მისი სახელით უამრავ ადამიანს გადავარჩენდი“

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე დედაზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ​Momsedu.ge გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„დედაჩემი სკოლის პედაგოგი იყო, ნამდვილი ანგელოზი... მიუხედავად იმისა, რომ ის წლების წინ გარდაიცვალა, მისმა დაკარგვამ საბოლოოდ შეცვალა ჩემი, ჩემი დის და მამის ცხოვრება! ჩვენ არასოდეს ვსაუბრობთ დედაზე, მაგრამ მის არარსებობას წლებია უმძიმესად განვიცდით! დრო მკურნალია? - ალბათ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ყოფილა... წლების მერე ისევ მესიზმრება და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ის აღარ არის! სიზმრებში ის ისეთი ცოცხალია, ისეთი ნამდვილია... მედიცინა სწორედ დამჭკნარი და დაავადებისგან შეჭმული დედის გამო ავირჩიე და გასვენების დღეს პირობა მივეცი, რომ რაც არ უნდა დამჯდომოდა, მისი სახელით უამრავ ადამიანს გადავარჩენდი... ამ გვერდის ვიდეოებით დატვირთვა სწორედ მის გამო გადავწყვიტე და იმედია, რომ მოგეხმარებათ... მეც, მართალია, ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება მქონდა და ჯერ ისევ მაქვს, მაგრამ არანაირი დანებება! ბოლომდე! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების გამო და ამისთვის ბევრი უნდა ვისწავლოთ! უფრო ძლიერები და უფრო ჭკვიანები ვიყოთ! ისინი იმსახურებენ ამას!“ - წერს გიორგი ღოღობერიძე.

წაიკითხეთ სრულად