Baby Bag

„ბავშვი 9 თვე მუცლით დედამ ატარა და თუ გინდა ეს ამბავი რამენაირად დააკომპენსირო, კენგურუთი ან ხელით შენ უნდა ასეირნო...“

„ბავშვი 9 თვე მუცლით დედამ ატარა და თუ გინდა ეს ამბავი რამენაირად დააკომპენსირო, კენგურუთი ან ხელით შენ უნდა ასეირნო...“

ვაკო ქვაჩახია, რომელსაც 6 წლის შვილი ჰყავს, მამებს რჩევებს აძლევს.  ​Moms.ge ვაკოს რჩევებს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:

„33 წლის ასაკში 6 წლის საოცარი ბავშვის მამა ვარ, რაც მეტ წილად ჩემი ყოფილ ცოლის (სუპერ დედის) დამსახურებაა. დროში მოგზაურობა, რომ შემეძლოს 6 წლით უკან დავბრუნდებოდი და ამას ვურჩევდი საკუთარ თავს.


1. ბავშვი 9 თვე მუცლით დედამ ატარა და თუ გინდა ეს ამბავი რამენაირად დააკომპენსირო, კენგურუთი ან ხელით შენ უნდა ასეირნო. ეს შენს პარტნიორს მარტო ძალების აღდგენაში კი არ დაეხმარება, შენ შვილთანაც უფრო მალე დაგაახლოვებს.


2. თავიდან პატარა რამდენიმე საათში ერთხელ ჭამს ( ღამის საათებშიც ) და თუ გინდა, რომ თანაბრად გადაანაწილოთ პასუხისმგებლობები, პამპერსების გამოცვლა შენს თავზე უნდა აიღო. თავიდან შეიძლება გაგიჭირდეს, მაგრამ მალე დაამუღამებ და მალე გამოცვლის რეკორდებსაც მოხსნი.


3. ცოლს ყოველ დილით უკოფეინო ყავა და საუზმე მოუმზადე. მართალია, მთელი ღამის უძილომ შეიძლება საერთოდ არ დალიოს და ძილი გააგრძელოს, მაგრამ მინიმუმ დღის პოზიტიურ დაწყებაში დაეხმარები.


4. ხშირად უთხარი, რომ ლამაზია. უთხარი რომ სუპერ გმირია იმიტომ, რომ მართლა ასეა. წარმოიდგინე მთელი თავისი ძალა ბავშვს გადასცა, რომელიც შენი ცხოვრების საუკეთესო საჩუქარია. ეცადე რთულ მომენტებში პოზიტიურ განწყობაზე დააყენო.


5. მოითმინე როგორი უსამართლოც არ უნდა მოგეჩვენოს. პოსტ მშობიარობის პერიოდს თავისი გართულებები აქვს. ზუსტად არც ახლა ვიცი რა პროცესები ხდება ამ დროს რას მერჩოდა ასე, მაგრამ რაც არ უნდა გითხრას, მოითმინე! მომავალში მადლობას გადამიხდი.


ამ სტატუსის ინსპირაცია სხვა მამის რჩევა იყო და იმედი მაქვს ეს სტატუსი ვინმეს გამოადგება 🚀


P.s. სურათი ორი თვის წინანდელია და ხელი მეოთხედ არ მომიტეხავს 🙂“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე და გია უკვე მესამე წელია რაც გაშორებულები ვართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ,“- თაკო ტაბატაძე გია ბაღაშვილთან დაშორების შესახებ

„მე და გია უკვე მესამე წელია რაც გაშორებულები ვართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ,“- თაკო ტაბატაძე გია ბაღაშვილთან დაშორების შესახებ

„მინდა ვუპასუხო უამრავ შეკითხვას,რომელიც სოციალურ ქსელებში დამხვდა. მე და გია უკვე მესამე წელია რაც გაშორებულები ვართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები ჩამოგვიყალიბდა და ამიტომაც გადავწყვიტეთ ცალკე გაგვერძელებინა ცხოვრება. თუმცა ერთმანეთთან გვაქვს კარგი ურთიერთობა. ჩვენ გვყავს 4 საოცარი გოგონა, რომელთაც ერთობლივი ძალისხმევით ვზრდით და ყველანაირად გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს. პატარები ჩემთან არიან თუმცა, გია მაქსიმალურ დროს ატარებს მათთან და მეც ყველანაირად ვუწყობ ხელს ამაში. ჩვენი გაშორების ფაქტის საჯარო გამომზეურებაზე სწორედ იმ მიზეზით ვთქვით უარი, რომ ბავშვებისთვის ზედმეტი სტრესი აგვერიდებინა. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ოთხი საოცარი გოგონა და მაქვს საყვარელი საქმე, რომელსაც იმედი მაქვს მალე დავუბრუნდები.

P.S.

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემები ყლველგვარი გადამოწმების გარეშე ავრცელებენ ინფორმაციას და ამით დისკომფორტს უქმნიან ჩემი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ჩემი მთავარი ამოცანაა ჩემი ოთხი საოცარი გოგონას აღზრდა და პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე საუბარი ძალიან ნაადრევია,”- წერს თაკო ტაბატაძე.

წაიკითხეთ სრულად