Baby Bag

როდის დაიწყება საზაფხული ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია

როდის დაიწყება საზაფხული ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია

თბილისში საჯარო საზაფხულო ბაღები 1-დან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს. ინფორმაციას საქართველოს ​პირველი არხი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის დაწყების თარიღი ხვალ გახდება ცნობილი.

რეგისტრაციის თარიღის, წესებისა და სიახლეების თაობაზე განცხადებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე 7 მაისს 12:00 საათზე გააკეთებს. ხოლო მომავალი სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელების რეგისტრაცია – ივნისში განხორციელდება.

თბილისს ზაფხულის განმავლობაში წელსაც 40 ბაღი მოემსახურება, თუმცა იქნება გარკვეული ცვლილებები ბაღების ჩამონათვალში, რაც სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა მდგომარეობაა თბილისის ბაგა-ბაღების სამზარეულოებში - (ფოტოები)

რა მდგომარეობაა თბილისის ბაგა-ბაღების სამზარეულოებში - (ფოტოები)

თბილისის ბაგა-ბაღებში კვების ბლოკების მონიტორინგი სააღმზრდელო წლის დაწყების პირველივე დღიდან განახლდა, - ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამზარეულოს მუშაობას, საკვების მომზადებასა და სანჰიგიენური ნორმების დაცვას სააგენტოს ხელმძღვანელი პირადადაც აკონტროლებს. კახაბერ გვანცელაძე მონიტორინგის მიზნით, N74, N3, N56 და N84 ბაგა-ბაღებში იმყოფებოდა.

16 სექტემბრიდან ბაღებში საკვებიც მომზადება დადგენილი სტანდარტების მიხედვით შეუფერხებლად მიმდინარეობს, მოწესრიგებული და განახლებულია სამზარეულოს ინვენტარი, დაცულია სახანძრო უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფას 16 სექტემბრიდან ორი ახალი კომპანია ახორციელებს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის გზით გამოვლინდა. მარცხენა სანაპიროზე არსებულ ბაგა-ბაღებს კომპანია „ეკოლუქსი“, მარჯვენა სანაპიროზე კი კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“ ამარაგებს.

წაიკითხეთ სრულად