Baby Bag

„​ტვ „იმედზე“ მომუშავე ჟურნალისტების ლანძღვისა და შეყრაცხყოფის ფაქტებს მსურს გამოვეხმაურო“ - „იმედის“ ჟურნალისტის ემოციური პოსტი

„​ტვ „იმედზე“ მომუშავე ჟურნალისტების ლანძღვისა და შეყრაცხყოფის ფაქტებს მსურს გამოვეხმაურო“ - „იმედის“ ჟურნალისტის ემოციური პოსტი

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი, მარიამ გიგანი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს აშუქებს, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს:

„​ტვ „იმედზე“ მომუშავე ჟურნალისტების ლანძღვისა და შეყრაცხყოფის ფაქტებს მსურს გამოვეხმაურო.

მოღალტეები, გონებაშეზღუდული მონები, ვირთხები და სამარცხვინოები რომ ვართ და პუტინის გამარჯვება გვსურს თურმე…
ბოლო 14 დღეა დილიდან თითქმის მეორე დილამდე პირდაპირი ეთერით რუსეთს ოკუპანტს ვეძახი და როცა რუსი დივერსანტი ჩემ თვალწინ ისროდა, როცა ძლიერი აფეთქებისა და უწყვეტი სროლისას ფეხქვეშ მიწა მერყეოდა, როცა თავშესაფრის გარშემოც კი დივერსანტები დარბოდნენ, როცა განგაშის სიგნალზე, 4 ღამის უძილო უკვე იმაზე ვფიქრობდი - მოდი არ ჩავალ ბუნკერში, გავრისკავ, წავუძინებ და ჯანდაბას თუ სიკვდილია ძილში მოვკვდე-მეთქი, როცა ჩემ კოლეგებს ატირებული შვილები ურეკავდნენ, როცა ჩემი უკრაინელი კოლეგები მეტროში შეფარებული მეგულებოდნენ, როცა ჩემგან 3 კილომეტრში აქტიური ბრძოლა იყო და მე გარეთ ვიყავი, როცა დაბომბვას 15 წუთით გავასწარი… ნუთუ მართლა ვინმეს გჯერათ, რომ პუტინის გამარჯვებაზე ვფიქრობდი და ვფიქრობ?
დაფიქრდით ზოგჯერ, სანამ რამეს იტყვით….“