Baby Bag

,,ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანია მოსული, რომელიც ნანობს ტატუს გაკეთებას, რადგან აღარ მოსწონს" - დეკანოზი შალვა კეკელია

,,ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანია მოსული, რომელიც ნანობს ტატუს გაკეთებას, რადგან აღარ მოსწონს" - დეკანოზი შალვა კეკელია

,,ადამიანი შედგება ორი ნაწილისაგან - ხორცისა და სულისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რა დამოკიდებულებაში ვართ სხეულსა და სულთან. ეს ორივე ცალ-ცალკე არ არსებობს. როგორც კი ადამიანი ისახება, იქედანვე სული ისახება სხეულთან ერთად და მერე ისინი ერთიანად ყალიბდება, ეკლესია არასდროს არავის არაფერს უკრძალავს, ის ადამიანს აძლევს სრულ თავისუფლებას ყველაფერში. მაგრამ ჩვენ საკუთარი საქციელის შემდგომ მასზე ვაგებთ პასუხს", - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ გადაცემაში ,,პრაიმშოუ" ისაუბრა.

,,ქრისტიანულად, პავლე მოციქულის სიტყვებით, სხეული არის ტაძარი ღვთისა, რომელშიც არის მოთავსებული ადამიანის სული. ქრისტიანებისთვის ეს სხეული უმნიშვნელოვანესია. რაც შეეხება ჩემს პირად დამოკიდებულებას ტატუების მიმართ. მათზე ფიქრს ადამიანები იწყებენ, დაახლოებით, 13 წლიდან. რაც მე მომისმენია, 90 %-ს სურს, ვიღაცას რაღაც აჩვენოს და დაუმტკიცოს. მათ ჰგონიათ, რომ, მაგალითად, მშობლები ვერ ხედავენ, არ აინტერესებთ. ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანია მოსული, რომელიც ნანობს ტატუს გაკეთებას, რადგან აღარ მოსწონს. ვიღაცისთვის ეს არის ხელოვნება და გასაგებია, ეს თავისუფალი არჩევანია. ძალიან ბევრი მინახავს, ვისაც აქვს ტატუ გაკეთებულია, ამავდროულად, აღმსარებელია, მაზიარებელია, დადის ტაძარში. 

ჩვენთვის ადამიანი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წესები. ადამიანი კი არ შეიქმნა ეკლესიისთვის, ეკლესია შეიქმნა ადამიანისთვის; ადამიანი კი არ შეიქმნა მარხვისთვის, მარხვა შეიქმნა ადამიანისთვის. ეკლესია ფიქრობს ადამიანის სულებზე, ის პიროვნებას ეხმარება სულიერად. ეკლესია იღებს ყველას - ლოთს, მეძავს, მკვლელს, ნარკომანს, ოღონდ მას უნდა უნდოდეს საკუთარი ცხოვრების შეცვლა. ეკლესია არ იღებს ლოთობას, მეძავობას, მკვლელობას, ლოთობას. ის არის ცოდვის წინააღმდეგ, მაგრამ არა - ცოდვილების.  ეხმარება ნებისმიერს, ვისაც ამის სურვილი აქვს. ჩვენ თავისუფლება გვგონია, რომ როცა გვინდა და რაც გვინდა, იმას ვაკეთებთ. ღმერთმა ჩაგაბარა შენი სხეული და შენი სული, ამით წარდგენი ღვთის წინაშე და იქნები პასუხისმგებელი სხეულზეც და სულზეც", - აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

წყარო: ,,​პრაიმშოუ"

შეიძლება დაინტერესდეთ