Baby Bag

„არშემდგარ სკოლის დამთავრებას გილოცავ, მამი“ - ზაზა სარალიძე

„არშემდგარ სკოლის დამთავრებას გილოცავ, მამი“ - ზაზა სარალიძე

დღეს საქართველოს საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. სკოლის დასრულებას აღნიშნავენ 51-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასელებიც, რომლებმაც ორი წლის წინ 2 თანაკლასელი დაკარგეს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შვილს სკოლის დამთავრებას ემოციური პოსტით ულოცავს: 

„დღეს, 2019 წლის 20 მაისს, შენი კლასი და სკოლა ბოლო ზარს ზეიმობს!!! არშემდგარ სკოლის დამთავრებას გილოცავ, მამი, იმიერ საქართველოში!!!“ - წერს ზაზა სარალიძე.

2017 წლის 1-ლ დე­კემ­ბერს თბი­ლი­სის ცენ­ტრში,  ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი - და­ვით სა­რა­ლი­ძე და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი დაჭ­რეს. და­დუ­ნაშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, სა­რა­ლი­ძე კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­თავ­სე­ბი­დან მე­ო­რე დღეს, 2 დე­კემ­ბერს და­ი­ღუ­პა.