Moms.ge-ს ტრადიციული რუბრიკის, ბლიცინტერვიუს სტუმარია ფსიქოლოგი და ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე.
1. ცხოვრება... სიცოცხლის სიყვარულია;
2. ჩემი თილისმა... ჩემი გულია;
3. როცა ცუდ განწყობაზე ვარ... ცუდ განწყობაზე არასდროს ვარ;
4. 21-ე საუკუნე ისტორიას დარჩება... როგორც ქაოსის ხანა;
5. მსოფლიოს ვეტყოდი... თუ ერთმანეთი არ გვეყვარება, გადავშენდებით;
6. ვნანობ... რომ მკაცრი არ ვარ;
7. აუცილებელია, შვილებს ვასწავლოთ... სამშობლოს სიყვარული;
8. სამშობლო ჩემთვის არის... ჩემი გული;
9. ენერგიით მავსებს... მარტოობა;
10. ვპატიობ... ყველაფერს;
11. ერთი დღით ვიქნებოდი... ერთი დღით მინდა, მქონდეს ძალაუფლება დედამიწაზე;
12. თუ ვიქნებოდი პატიმარი... ვიქნებოდი ყველაზე თავისუფალი;
13. მეგობარია, ის ვინც... გეტყვის საკუთარ თავზე სიმართლეს და იქნება შენ მიმართ კრიტიკული;
14. თავისუფლება ნიშნავს... თავისუფალი თუ არ დაიბადე, ვერ ისწავლი. თავისუფლება თანდაყოლილი ფენომენია. ჩემთვის თავისუფლება არის ჰაერი და წყალი;
15. ადამიანებს ცვლის... სიყვარული, სიკვდილი;
16. არ მესმის იმ ხალხის... ვინც არის პატივმოყვარე, აგრესიული;
17. ხვალინდელი დღე... ვცხოვრობ დღევანდელი დღით, არასდროს აღვნიშნავ არც ერთ დღესასწაულს. ვფიქრობ, ყოველი დილა არის ჩემი დაბადება. ყველა დღე დღესასწაულია.
18. სიბერე... არის გამოცდილება და სიკვდილთან მიახლოება;
19. ფობია... უკვე აღარაფრის მეშინია;
20. კაცობრიობას აკლია... სიყვარული;
21. ქალს ალამაზებს... კდემამოსილება;
22. სიკვდილი... არიან ადამიანები, რომლებიც კვდებიან და ქრებიან, არიან ადამიანები, გარდაიცვლებიან და სხვა განზომილებაში გადადიან;
23. სიყვარული... არის სიცოცხლე;
24. სხვაობა უცნობ და პოპულარულ გია ჯაჯანიძეს შორის... არაფერია;
25. ამქვეყნად მოვდივართ, რომ... შევიცნოთ საკუთარი თავი და გავარკვიოთ, რისთვის მოვედით;
26. მარადიულია... ღმერთი.
ესაუბრა ლანა ბიბილურიძე