Baby Bag

86 წლის ასაკში ასრულებული ოცნება - შვილიშვილის საოცარი საჩუქარი პაპას

86 წლის ასაკში ასრულებული ოცნება - შვილიშვილის საოცარი საჩუქარი პაპას

ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე ბაბუა-შვილიშვილის საოცარ ფოტოებსა და ემოციურ ისტორიას აქვეყნებს. როგორც ის წერს, 86 წლის გურგენა პაპას, შვილიშვილმა ოცნება აუსრულა და ზღვა ანახა.

„საოცარი დღე .

გურგენა პაპა 86 წლის.

არასოდეს არ ყოფილა ზღვაზე.
( რატომ, უი, როგორ ? - პაპამ მითხრა, მთელი ცხოვრება ვმუშაობდი და არ მეცალაო)
მაგარი შვილიშვილი ჰყავს.
დღეს მას აუსრულა ოცნება და ანახა ზღვა.

მადლობა, რომ ეს ემოცია გამიზიარე, დავით და დამანახე პაპას საოცარი თვალები.

აბა დავფიქრდეთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ბაბუ ბებიებისთვის რომ მათ გავულამაზოთ დღეები.

მიყვარხარ, დავით, ამ საქციელისთვის,“ - წერს ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის მოვლა ხომ ძალიან დიდი სიკეთეა, მაგრამ მოხუცის მოვლა, შეიძლება, აღემატება კიდეც მას,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„ბავშვის მოვლა ხომ ძალიან დიდი სიკეთეა, მაგრამ მოხუცის მოვლა, შეიძლება, აღემატება კიდეც მას,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ მოხუცებზე ზრუნვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანის მომავალში ჩადებული კონტრიბუციაა:

„ცნობილი იგავია, როდესაც მოხუცი ბაბუის გადაგდება მოინდომა შვილმა. გოდორში ჩასვა, ტყეში წაიყვანა და პატარა შვილი მიჰყვებოდა. სად მიგყავსო, ბავშვმა ჰკითხა. ტყეშიო, იქ დავტოვებო. შვილიშვილმა არ გააპროტესტა ეს. როდესაც დატოვეს და მოდიოდნენ, ბავშვმა უთხრა, გოდორი წამოგეღოო. რაღად მინდაო, მამამ იკითხა. რატომ? შენც ხომ წამოგიყვან, როდესაც დაბერდებიო, უთხრა ბავშვმა. მაშინ მოიკიდა მოხუცი ზურგზე მამამ და უკან წამოიყვანა. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ სამყაროში არსებობს ბუმერანგის პრინციპი.“

„არაფერი არ იკარგება, არც სიკეთე, არც ბოროტება. არცერთი კეთილი ფიქრი, არცერთი კეთილი საქმე. მოხუცის მოვლა არის კონტრიბუცია საკუთარ მომავალში. არავინ არ ჩათვალოს, რომ თუ სხვას უვლის, სხვის საქმეს აკეთებს. თავის საქმეს აკეთებს. ბავშვის მოვლა ხომ ძალიან დიდი სიკეთეა, მაგრამ მოხუცის მოვლა, შეიძლება, აღემატება კიდეც მას. ეს არის ყველაზე უსუსური და დაუცველი მდგომარეობა ადამიანის ცხოვრებაში,“ - აღნიშნა მარინა კაჭარავამ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად