Baby Bag

​დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

​დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 21 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამის თანახმად, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2017-2019 წლებში ჩარიცხულ ყველა დევნილს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.

განაცხადების შევსება მიმდინარეობს სააგენტოში, მისამართზე - ქ.თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა. ასევე შესაძლებელია სკანირებული განაცხადის (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) გამოგზავნა სააგენტოს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე - [email protected]

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციითპროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება, რომლითაც, ქვეყნის მასშტაბით, უკვე 500 - ზე მეტმა დევნილმა ისარგებლა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: ​დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა