Baby Bag

„ძალიან მძიმე იყო ეს წელი ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით“ - სახალხო დამცველი

„ძალიან მძიმე იყო ეს წელი ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით“ - სახალხო დამცველი

„ძალიან მძიმე იყო ეს წელი ბავშვის უფლებების თვალსაზრისით. საგრძნობლადაა გაზრდილი ბავშვთა უფლებების დარღვევის შესახებ მომართვიანობა“,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 2018 წელს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა მიმოიხილა.

მისი ინფორმაციით, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, სახალხო დამცველმა ბავშვის უფლებების დარღვევის 700-მდე ფაქტი შეისწავლა. შესაწავლის შედეგად კი გამოიკვეთა, რომ მათი უმეტესობა ოჯახში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვებზე ძალადობას, სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა. 

„2018 წელს კვლავ მძიმეა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა. არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ მომხდარა ბავშვის ფიზიკური დასჯის აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე. შემაშფოთებელია ბავშვთა ჩაგვრის (ბულინგის) გავრცელების მაჩვენებელი, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან დამატებით ყურადღებას და ჩართულობას მოითხოვს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.