Baby Bag

ბორტგამყოლი ქალი, რომელიც ამ პროფესიას 63 წელია ემსახურება

ბორტგამყოლი ქალი, რომელიც ამ პროფესიას 63 წელია ემსახურება

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ბორტგამყოლი ქალი 83 წლის ბეტი ნეშია. იგი ამ პროფესიას 63 წელია ერთგულად ემსახურება.

ნეშის კარიერა 1957 წელს ავიაკომპანია Eastern Airlines-დან დაიწყო, შემდეგ კი American Airlines-ში გაგრძელდა. ბეტი ნეში საკუთარ პროფესიაზე დღემდე შეყვარებულია!
მისი აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბორტგამყოლებს საქმე გაუადვილა: ბორტზე პლასტმასის ჭურჭელი დაუშვეს - წარსულში კი, კლიენტების მხოლოდ ფაიფურის ან ბროლის ჭურჭლით მომსახურება იყო ნებადართული, გამოიყენებოდა მხოლოდ ვერცხლის დანა-ჩანგლები - ეს ყველაფერი ბორტგამყოლებს კლიენტებამდე ლანგრით მიჰქონდათ, რაც საკმაოდ რთული გახლდათ.
დიდი ყურადღება ექცეოდა ვარცხნილობას, წარბის ფორმას - ბორტგამყოლებს სილამაზის სალონებში, მინიმუმ, თვეში ერთხელ თავად ავიაკომპანიები აგზავნიდნენ.

ვაშინგტონი-ბოსტონი-ვაშინგტონის რეისზე ბეტი ნამდვილი ვარსკვლავია - მას მგზავრები მუდმივად სცნობენ და დიდი სიხარულით ხვდებიან. 

წყარო: ​საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

შეიძლება დაინტერესდეთ

„შავი პარასკევის“ „დაძაბული“ მომენტები (ვიდეო)

„შავი პარასკევის“ „დაძაბული“ მომენტები (ვიდეო)

შავი პარასკევი მადლიერების დღის მეორე დღეა აშშ-ში. ეს არის დღე, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. აშშ-ში უამრავი მაღაზია სხვადასხვა პროდუქციაზე ამ დღეს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს აწყობს

ზოგიერთ შტატში შავი პარასკევი დასვენების დღეა. მთელი წლის განმავლობაში, ვაჭრობის მხრივ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გამოიყენეს გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად. 

„შავი პარასკევი“ 23-იდან 29 ნოემბრამდე შუალედში იმართება. 

ნახეთ „შავი პარასკევის“ „დაძაბული“ მომენტები

წაიკითხეთ სრულად