Baby Bag

გერმანიაში ერთერთი საკონდიტრო ქარხნიდან შოკოლადმა გაჟონა

გერმანიაში ერთერთი საკონდიტრო ქარხნიდან შოკოლადმა გაჟონა

DreiMeister-ის შოკოლადის ქარხნიდან, რომელიც დასავლეთ გერმანიაში მდებარეობს, 1 ტონამდე შოკოლადმა ​გაჟონა.

შოკოლადის ქარხნის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ფაქტი შოკოლადის ავზის დაზიანებამ გამოიწვია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის 25-მა თანამშრომელმა გზის სავალი ნაწილი წყლით გადარეცხა.

საკონდიტრო ქარხანაში მუშაობა, სავარაუდოდ, ერთ კვირაში აღდგება.