Baby Bag

იმდენად დიდი სიხარულია, კიდევ ერთს რომ ელოდები... - 33 წლის მრავალშვილიანი დედა მეათე შვილის მოლოდინში

იმდენად დიდი სიხარულია, კიდევ ერთს რომ ელოდები... - 33 წლის მრავალშვილიანი დედა მეათე შვილის მოლოდინში

33 წლის რუსუდან მესხი მეათე შვილის მოლოდინშია. როგორც თავად ამბობს, იმდენად დიდი სიხარულია კიდევ ერთს რომ ელოდები, რთულია ამისი შეწყვეტა:

„დილა ყველაზე რთული გვაქვს. რვა ბავშვია გასამზადებელი, ზოგი სკოლაში მიდის, ზოგი ბაღში. საქმე, რა თქმა უნდა, ბევრია, მაგრამ ყველაზე დიდი სირთულეა, რომ ყველა ერთმანეთისგან განსხავავებულია და მათ ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ...ჩემთვის ოჯახია ნამდვილად ქალური ბედნიერება.“