Baby Bag

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა
უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.

პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას. 

„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.

საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.

აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ჩინელ ტურისტს მესტიაში დარჩენილი სოლიდური თანხა სასტუმროს მეპატრონემ დაუბრუნა

ჩინელ ტურისტს მესტიაში დარჩენილი სოლიდური თანხა სასტუმროს მეპატრონემ დაუბრუნა

ჩინელ ტურისტ გოგონას მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში სოლიდური თანხა დარჩა. საოჯახო სასტუმროს მეპატრონემ, მზიური ჯაფარიძემ გოგონასთან დაკავშირება მოახერხა და თანხის შესახებ აცნობა. ინფორმაციას ტელეკომპანია „გურია Tv“ ​ავრცელებს.

„მთელი გზა ტიროდა თურმე... მაშინ ხვალ დავბრუნდებიო, ტელეფონში მითხრა და ველოდები,”- ამბობს მესტიელი ქალბატონი, რომელიც სვანეთში ასული ტურისტებისთვის, უკვე წლებია, ერთერთი ყველაზე საყვარელი მასპინძელია.

წაიკითხეთ სრულად