Baby Bag

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა
უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.

პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას. 

„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.

საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.

აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ქალიშვილის შოპინგის გამო დედამ ავიარეისი შეაყოვნა

ქალიშვილის შოპინგის გამო დედამ ავიარეისი შეაყოვნა

ავიარეისი, რომელსაც 160 მგზავრი ტაილანდში, ბანგკოკის აეროპორტიდან ჩინეთის ქალაქ შანხაის მიმართულებით უნდა გადაეყვანა, ქალიშვილის შოპინგის გამო დედამ შეაყოვნა - აღნიშნულის შესახებ ​Dailymail წერს.

ქალი ბორტგამცილებლებს თვითმფრინავის კარის დაკეტვის საშუალებას არ აძლევდა და ამბობდა, რომ მისი ქალიშვილი მაღაზიაში იმყოფებოდა. 

საბოლოო ჯამში დედა-შვილი რეისიდან მოხსნეს, თვითმფრინავი ბანგკოკი-შანხაის მიმართულებით კი ნახევარი საათით გვიან გაფრინდა.

წაიკითხეთ სრულად