როგორ უნდა მოვიქცეთ, სანამ ბავშვი ეკრანდამოკიდებული გახდება და რა ზიანს აყენებს მათ გონებრივ განვითარებას ეკრანი? - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე ესაუბრა.
- ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში ძალიან დიდი პრობლემაა. რა სიმპტომები ახასიათებს ეკრანდამოკიდებულ ბავშვს და როგორია მისი ქცევა?
- ეკრანდამოკიდებული ბავშვები პასიურები არიან, არ იჩენენ ინტერესს სხვა აქტივობების მიმართ. ხშირად ვხდებით პრობლემებს ქცევაშიც, როცა მშობელი ეკრანს მოაშორებს ბავშვს, აწყობენ ტანტრუმს და ასე ცდილობენ გაჯეტების დაბრუნებას, ძირითად შემთხვევაში იღებენ კიდეც მათთვის სასურველ შედეგს.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა საზღვრები უნდა დაუწესოს ბავშვს?
- საზღვრების დაწესება აუცილებელია, თუმცა ეს საზღვრებიც დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე. 3 წლამდე ასაკის ბავშვები სასურველია, საერთოდ მოვარიდოთ ეკრანს, მაგრამ რადგან დღევანდელ რეალობაში ეს ძალიან რთულად შესასრულებელია, რეკომენდაციაა, რომ ეკრანთან გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს ნახევარ საათს. ადრეულ ასაკში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დრო შეიძლება გადანაწილებული გვქონდეს, მაგალითად, თუ ექვსი წლის ბავშვს ვაძლევთ უფლებას, რომ დღის განმავლობაში ერთი საათი გაატაროს ეკრანთან, შეიძლება ეს ერთი საათი, ორ ან სამ ნაწილად გავყოთ. აუცილებლად უნდა აკონტროლოს მშობელმა, რას უყურებს ბავშვი, რა ინფორმაციას მიიღებს, რას აითვისებს. ბევრი სასარგებლო რამეც შეიძლება ისწავლოს ბავშვმა ეკრანიდან თუ საზღვრებს დავუწესებთ და ყურადღებით შევურჩევთ, რას უყუროს.
- როგორ ავარიდოთ ბავშვი ეკრანდამოკიდებულებას, რომ არც მისი ფსიქიკა დააზიანოს და თან პრობლემაც აღმოიფხვრას? (ფაქტია, რომ გაჯეტების სრულად აკრძალვა დღევანდელ რეალობაში არ გამოდის)
- ბავშვს უნდა შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო, გასართობი აქტივობა და წავახალისოთ მისი ინტერესები. პატარა ჩართული უნდა იყოს ოჯახის საქმიანობაში, რუტინაში და მისი მოქმედებები აუცილებლად უნდა იყოს წახალისებული.
- რამდენად აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებას ეკრანზე მიჯაჭვულობა?
- ეკრანზე დამოკიდებულება ბავშვის განვითარებას განსაკუთრებით აფეხებს ადრეულ ასაკში. ბავშვი ვითარდება მაშინ, როცა იკვლევს გარემოს, იღებს ახალ გამოცდილებებს, აკვირდება და შეისწავლის საგნებს, მაგალითად, შეხებით, ყნოსვით. ეკრანთან კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. გაჯეტებთან დიდი დროის გატარება განსაკუთრებით უშლის ხელს სოციალური უნარების განვითარებას.
- უკვე ეკრანდამოკიდებულ ბავშვთან რა რაციონალური ნაბიჯები უნდა გადადგას მშობელმა, უნდა მიმართოს თუ არა სპეციალისტს და თავად რისი გაკეთება შეუძლია?
- მშობელმა უნდა დააწესოს საზღვრები, მოიფიქროს, დაგეგმოს, რა აქტივობებით დაკავდება ბავშვი დღის განმავლობაში. აქტივობები უნდა იყოს ბავშვის ინტერესებს და შესაძლებლობს მორგებული. ეკრანი გამოიყენოს, როგორც ჯილდო. ბავშვი ჯერ დაკავდეს მშობლის მიერ შეთავაზებული აქტივობით და შემდეგ მიიღოს გაჯეტი განსაზღვრული დროით. მაგალითად, „ჯერ დავხატოთ და შემდეგ მიიღებ ტელეფონს 10 წუთით“. რთულია ერთი რეკომენდაცია მოარგო ყველა შემთხვევას, ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე, ოჯახის ცხოვრების წესზე. თუ მშობელი ხვდება, რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება და უჭირს ბავშვის ქცევის მართვა, უნდა მიმართოს სპეციალისტს, ასე მიიღებს არა ზოგად, არამედ კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებულ რეკომენდაციებს.
ერთი სრულფასოვანი ჰოლოტროპი, ხშირ შემთხვევაში, 2-3 წლიან ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას უტოლდება
ჰოლოტროპი - ჰოლოტროპული სუნთქვა, ეს ფსიქოთერაპიული ტრანსული მიმართულება, იდეურად დასაბამს, ჯერ კიდევ იმ დროიდან იღებს, როდესაც გადმოცემის თანახმად, „შამანების“ რიტუალებით, ადამიანები ცეცხლის გარშემო რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში ცეკვავდნენ… გაგიჩნდებათ კითხვა, როგორ ახერხებდნენ ეს ადამიანები გაუჩერებლად, საჭმელ-სასმლის გარეშე ასეთ აქტივობას, პასუხი მარტივია - ტრანსული მდგომარეობა, რომლის დროსაც ჩვენ ქვეცნობიერსა და არაცნობიერში ვმოგზაურობთ, ულევ შესაძლებლობებს იძლევა და განამტკიცებს იმ იდეას, რომ ადამიანი მისი შესაძლებლობების ნახევარსაც არ იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ბოლო დროს განსაკუთრებით დიდი ინტერესი გაჩნდა ამ ჯგუფური თერაპიის მიმართ, და საჭიროდ ჩავთვალეთ, უფრო მეტი მოგიყვეთ ჰოლოტროპის შესახებ… ჰოლოს ნიშნავს ერთ მთლიანობას, ხოლო ტროპი ნიშნავს გზას, სვლას მიმართულებით. ეს მიმდინარეობა ჩვენს საუკუნეში ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთმა გურუმ, „სტანისლავ გროფმა” შეიმუშავა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აკვირდებოდა ამ ტრანსულ თერაპიაში ჩართულ ადამიანებს და შედეგად მიიღო ახალი მიმდინარეობა ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში, რომელსაც საბოლოოდ „ჰოლოტროპი - ჰოლოტროპული სუნთქვა” ეწოდა. სუნთქვის დროს ადამიანი შედის საკუთარი არაცნობიერისა და ქვეცნობიერის ისეთ შრეებში, რომლებიც ეხმარება, მისი ცხოვრებიდან ამოიტანოს გარკვეული ტრავმები ან მომენტები, რომლებიც ცნობიერში თითქოს არ არსებობს, უბრალოდ დაივიწყა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრებაზე ზეგავლენა არ აქვს, პირიქით, ზუსტად ასეთი გაუცნობიერებელი ფაქტორები გვიშლის ხელს ჰარმონიულ და პოზიტიურ ყოველდღიურობაში. ჰოლოტროპული სუნთქვა, აღიარებულია როგორც ყველაზე ეკოლოგიური ტრანსული თერაპია, რადგან პროცესის განმავლობაში, ადამიანი არც ერთი წამით არ კარგავს გონებას და ცნობიერთან კავშირს, პირიქით, ის აბსოლუტურად საღ გონებაზეა ტრანსული თერაპიის პარალელურად, რომლის შეწყვეტაც ნებისმიერ დროს შეუძლია.
იქიდან გამომდინარე, რომ ჰოლოტროპის დროს ადამიანი ხსნის არაცნობიერის შესაძლებლობებს, რომელიც ცნობიერში გამოსაყენებლად შეუძლებელია, ამიტომ სტანისლავ გროფმა, ამ პროცესს „შინაგანი მკურნალი” უწოდა.
საქართველოში, ამ მიმართულების აღმოცენება ფსიქოლოგ, ფსიქოთერაპევთ, სექსოლოგ და ფსიქიატრ „ვადიმ ბელკოვს” უკავშირდება, რომელიც ფსიქოთერაპიის სახლ „დიალოგში” მოღვაწეობს და უკვე მრავალი წელია ჩვენს ქვეყანაში მუშაობს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ფსიქოთერაპიის მიმართულებით. ვადიმი მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდა რუსეთის და არა მხოლოდ ამ ქვეყნის სხვადასხვა სასწავლებელში, პარალელურად, აგროვდება პრაქტიკულ გამოცდილებას და საქართველოში დაფუძნების შემდეგ, არაერთ ქართველ ადამიანს დაეხმარა ცხოვრების უკეთესობისკენ შემოტრიალებაში. მან გარკვეული ცვლილებები შეიტანა ჰოლოტროპის ჯგუფურ თერაპიაში, რამაც საშუალება მისცა, რომ ემუშავა ქართველებთან და მიეღო შედეგზე ორიენტირებული თერაპია. უშუალოდ პროცესი ძალიან საინტერესოა, ხდება ჯგუფის წევრების გაცნობა, სურვილების გაზიარება, ჯგუფური თერაპიის ტექნიკებით ადამიანების გახსნილობის უზრუნველყოფა და შემდეგ მეორე ნაწილში უშუალოდ სუნთქვა, რომლის დროსაც ჯგუფის მონაწილეები წყვილდებიან. მთლიანად ტრენინგი სამდღიანია, რაც აუცილებელი პირობაა წამოსული თემების გადასამუშავებლად, რადგან არასრულფასოვნად ჩატარებული ჰოლოტროპი, იგივეა რაც გახსნილი ჭრილობა, რომელიც ისე გვაწუხებს რომ შეიძლება ვერც მივხვდეთ, სწორად ამიტომ, თითოეულ დღეს წვილიდან ერთ-ერთი სუნთქავს, ხოლო მეორე ეხმარება, მეორე დღეს კი ცვლიან პოზიციებს, სუნთქვის შემდეგ, ჰოლონავტებიც (მსუნთქველები) და სიტერებიც (დამხმარეები) ხატავენ თავიანთ ემოციებს, ფურცელზე სხვა და სხვა ფერებით გადმოაქვთ ის შეგრძნებები, რომელიც მათ განიცადეს პროცესის განმავლობაში, შემდეგ დღეს კი ფსიქოთერაპევტის დახმარებით, ხდება დახატულის სრული ანალიზი, რომელიც აუცილებელია მონაწილეებისათვის პროცესის ჯანსაღი დასრულებისათვის. ჰოლოტროპის ჩატარებას, ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება და კარგად დამუშავებული თეორიული ცოდნა სჭირდება, რადგან ერთი სრულფასოვანი ჰოლოტროპი, ხშირ შემთხვევაში, 2-3 წლიან ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას უტოლდება. საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰოლოტროპული სუნთქვა მსოფლიოში აღიარებული ტექნიკაა, რომლის სწორად და სრულფასოვნად ჩატარებაც უდიდეს გამოცდილებასა და ცოდნას მოითხოვს. შედეგი ხშირ შემთხვევაში, ძალიან სწრაფი და მარტივად აღსაქმელია, პროცესის დასრულების შემდეგ, ადამიანი გრძნობს ზღვა გამოთავისუფლებულ ენერგიას, მოხსნილ დაღლილობას, ხდება უფრო მშვიდი, მას უკვე გაანალიზებული და გადამუშავებული აქვს უამრავი პრობლემა, რომელიც ხელს უშლიდა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ ჯგუფის გავლის შემდეგ, არაერთი დაავადებისგან და ჯანმრთელობის პრობლემებისგან ნაწილობრივ ან სრულად განკურნებულა ადამიანი, რადგან სწორად ის გამოუხატავი და ჩაკლული ემოციები გამოუშვია გარეთ, რომელიც პირველი მტერია ჩვენი ჯანმრთელობისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ კი გვაქვს საშუალება, რომ მივიღოთ ასეთი დონის ჯგუფური ფსიქოთერაპიული ტექნიკის მთელი რიგი უპირატესობები. ჰოლოტროპს „დიალოგში” ვადიმ ბელკოვი, საშუალოდ თვეში ერთხელ ატარებს და შეგვიძლია პირდაპირ კომპანიასთან კომუნიკაციით, დავჯავშნოთ წინასწარ ჩვენი ადგილი ჯგუფში.