Baby Bag

რატომ სტკივათ ბავშვებს ძვლები? - ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგ ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

რატომ სტკივათ ბავშვებს ძვლები? - ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგ ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვებში ძვლების ტკივილის ერთ-ერთ ხშირ გამომწვევ მიზეზზე ისაუბრა:

„როდესაც ბავშვები იზრდებიან, ძვალი იზრდება უფრო ჩქარა, ვიდრე კუნთები და მყესები, რომელიც მასზე არის მიმაგრებული. რაღაც მომენტში დგება დისბალანსი, როდესაც ძვალი დიდია, კუნთები შედარებით დაჭიმული. ის თავისი მიმაგრების ადგილებზე ქაჩავს და იწვევს გარკვეული სახის ტკივილებს. კარგი არის ის, რომ ეს არ არის პათოლოგია, მას არ სჭირდება სპეციფიური მკურნალობა.“

„ცუდია ზუსტად ის, რომ მას არ აქვს სპეციფიკური მკურნალობა. კიდევ ერთი, როდესაც ბავშვი მოდის, როგორც უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ მას აქვს ზრდის ტკივილი, მე უნდა გამოვრიცხო ყველა შესაძლო ვარიანტი, ყველა შესაძლო პათოლოგია. თუ იქ ყველაფერი წესრიგშია, მერე ვეუბნები მშობლებს: „თქვენს შვილს ზრდის ტკივილი აქვს.“ ცოტა მეტი სპორტი, ცოტა მეტი აქტივობა, ცოტა მეტი მოთმინება და ეს ყველაფერი გაივლის,“- აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

ამ მარტივი მასაჟის დახმარებით ცელულიტის მოშორებას სახლის პირობებში შეძლებთ - მასაჟის სპეციალისტის ფოფო კილაძის რჩევები

ამ მარტივი მასაჟის დახმარებით ცელულიტის მოშორებას სახლის პირობებში შეძლებთ - მასაჟის სპეციალისტის ფოფო კილაძის რჩევები

მასაჟის სპეციალისტმა ფოფო კილაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ სახლის პირობებში ცელულიტის მოშორების მეთოდები გაგვაცნო. მან ის საკვები პროდუქტები ჩამოთვალა, რომელიც რაციონში აუცილებლად უნდა შევამციროთ, თუ შედეგის მიღება გვსურს:

​ცელულიტის მოსაშორებლად, რაც წარმოგიდგენია, რომ გიყვარს, ის უნდა დაივიწყო. რაღაცის აკრძალვა ორგანიზმისთვის დიდი სტრესია, ამიტომ საერთოდ რომ ამოიღოთ საყვარელი პროდუქტი, შეიძლება შედეგი არ გქონდეთ. ოქროს შუალედი დავიჭიროთ გაზიან სასმელებში, რძის პროდუქტებში (არაფრით არ შეიძლება ყველი). ალკოჰოლი, სიგარეტი, უძილობა კომპლექსურად ქმნის ცელულიტს.“

ფოფო კილაძის თქმით, დღის განმავლობაში ორ ლიტრამდე წყალი უნდა დავლიოთ, რათა ორგანიზმი სითხით სათანადოდ დაიტვირთოს, რაც ცელულიტის მოშორებაში ასევე უდიდეს როლს ასრულებს:

„წყალი უნდა დალიოთ ლიტრა-ნახევარი ნელ-ნელა დღის ბოლომდე. რაც უფრო მეტ წყალს დალევთ, არ ნიშნავს, რომ კარგია. საშუალოდ ორ ლიტრამდე რომ დალიოთ, კარგია. წყალი დალიეთ მაშინ, როდესაც არ გწყურიათ. მიიღეთ უშაქრო ყავა.“

ფოფო კალაძემ ​თვითმასაჟის მარტივი პროცედურებიც გაგვაცნო, რომლის შესრულება ნებისმიერ მსურველს სახლის პირობებში დამოუკიდებლად შეუძლია.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად