„სელის თესლის ზეთი ყველაზე საჭირო ზეთი შეიძლება აღმოჩნდეს მოზარდებისთვის,“- გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გოგრის თესლის ზეთის, სელის თესლისა და სეზამის მარცვლების სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა:

„გოგრის თესლის ზეთი ჩემი ფავორიტია ზეთებს შორის. ის ძალიან უხდება ჩვენს ორგანიზმს, როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ასევე იმუნური სისტემის კუთხით. ბოლო დროს ძალიან ბევრი პაციენტი მყავდა პარაზიტული დაავადებებით. მათ აწუხებდათ მუცლის ტკივილი, ქავილი. შევნიშნე, რომ ძალიან ბევრი მათგანი მკურნალობის შემდეგ აგრძელებს გოგრის თესლის ზეთის გამოყენებას, რომელიც არასასიამოვნო გარემოს უქმნის პარაზიტებს გამრავლებისთვის. ის ძალიან კარგად მუშაობს ამ კუთხით.

სელის თესლი ძალიან პოპულარულია ჩვენთან ონკოლოგიაში. პაციენტებს ყოველდღიურ რუტინაში აქვთ ხოლმე მისი გამოყენება. ის ეხმარება ჩვენს ორგანიზმს კალციუმის შეწოვაში. როდესაც საქმე ეხება მოზარდებს, სელის ზეთი ყველაზე საჭირო ზეთი შეიძლება აღმოჩნდეს. სელის თესლი ეხმარება ნაწლავების პერისტალტიკას. სელის თესლის გამოყენება ნამდვილად სასარგებლოა სხეულისთვის.

სეზამის მარცვლები გარდა იმისა, რომ თვითონაც შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, ასევე ეხმარება ჩვენს ორგანიზმს კალციუმის შეწოვაში. ის ასევე ადგება უჯრედებს დაბერების წინააღმდეგ ბრძოლაში. ის ძალიან გამოადგება თმებს და ფრჩხილებს,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“- ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთის მხრივ მადლიერების, მეორეს მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“- აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად