მშობლები ბავშვებში უცნაური გამოყანარის გამო ღელავენ - რა არის კოქსაკის ვირუსი?

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში კოქსაკის ვირუსის გავრცელების შესახებ ისაუბრა და მისი დამახასიათებელი ნიშნები დაასახელა:

„კოქსაკის ვირუსი პირველად აღმოაჩინეს ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ კოქსაკში. ის ენტეროვირუსების ერთ-ერთი სახეა. ძირითადად ეს არის 5 წლამდე ასაკის დაავადება. გადაცემის მექანიზმი არის ფეკალურ-ორალური. როდესაც ბავშვები ეზოებში ქვიშაში თამაშობენ, ეს ქვიშა არის დაბინძურებული. ყველაზე ხშირი მიზეზი მსგავსი ინფექციების არის ეს. მას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი.

კოქსაკის ვირუსს ასე მარტივად არ უნდა შევხედოთ. მას ახასიათებს უსიმპტომო მიმდინარეობიდან დაწყებული გართულებები მენინგოენცეფალიტამდე, მენინგიტამდე და ა.შ. საბოლოო გამოსავალი ნებისმიერი კოქსაკის ფორმას აქვს კეთილსაიმედო.

ძირითადად პაციენტი გადამდებია უსიმპტომოდ მიმდინარეობისას. დაავადების მიმდინარეობისას ინკუბაციის პერიოდი შეიძლება იყოს 3-დან 6 დღემდე ან უფრო მეტიც. ძირითადი ნიშანი არის ცხელება, ბუშტუკოვანი გამოყანარი პირის ღრუში, ტუჩების ირგვლივ, ხელისა და ფეხის გულებზე. შეიძლება იყოს ყელის ტკივილი, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება. პირველ რიგში, მშობლებმა უნდა მიმართონ პედიატრს, რომ მოხდეს დიფერენცირება ჩუტყვავილასგან, ხომ არ არის მენინგიალური გამოვლინებები,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად