Baby Bag

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა რაოდენობის მარილი უნდა მიიღოს ბავშვმა დღის განმავლობაში

რა რაოდენობის მარილი უნდა მიიღოს ბავშვმა დღის განმავლობაში

მარილი სიცოცხლისთვის აუცილებელი მინერალია. სწორედ მარილი არეგულირებს სხეულში წყლის მოცულობას. თუმცა, მარილის ჭარბად მოხმარება ზრდის ჯანმრთელობის პრობლემების ალბათობას, მათ შორის მაღალწნევიანობას. 

შეზღუდული რაოდენობით უნდა მიეცეთ თუ არა ბავშვებს მარილი? - დიახ, რადგანაც გემოვნებითი რეცეპტორების ფორმირება ხდება ბავშვობაში, საჭიროა, მარილის მოხმარება შეიზღუდოს ადრეული ასაკიდანვე.

ბავშვთა ასაკში მარილის დღიური ​რეკომენდირებული დოზებია:

12 თვიდან - 1 გრამზე ნაკლები;

1-იდან 3 წლამდე - 2გრ.;

4-იდან 6 წლამდე - 3გრ; 

7-იდან 10 წლამდე - 5გრ;

11-იდან ზევით - 6გრ;

წაიკითხეთ სრულად