Baby Bag

,,ძალიან ძლიერი ქიმიური პროცესები მიმდინარეობს" - უსაფრთხოა თუ არა თმის შეღებვა?

,,ძალიან ძლიერი ქიმიური პროცესები მიმდინარეობს" - უსაფრთხოა თუ არა თმის შეღებვა?

დერმატო-ვენეროლოგმა, მაკა დოღოზაშვილმა გადაცემაში საქართვბელოს პირველი არხის გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" თმის შეღებვასა და მის არასასურველ შედეგებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სანამ ადამიანი თმის შეღებვას გადაწყვეტს, სასურველია, მან წინასწარ მიიღოს გარკვეული ინფორმაციები.

,,თუ დავსვამთ შეკითხვას - არის თუ არა თმის შეღებვა უსაფრთხო, მოკლე პასუხი ნამდვილად იქნება, რომ დიახ, არის. მაგრამ არსებობს ინფორმაცები, რომლებიც სასურველია, იცოდეს პაციენტმა, სანამ თმის შეღებვას გადაწყვეტს, მით უმეტეს, როდესაც ეს არის უბრალოდ გასახალისებლად. მაშინ, როდესაც მას არ მოსწონს საკუთარი თმის ბუნებრივი ფერი - ვურჩევდი, კარგად დაფიქრდეს. გაჭაღარავების დროს პაციენტი ხშირად იწყებს თმის შეღებვას და ეს ნამდვილად კარგი მეთოდია. 

ტარდება არაერთი კვლევა იმ ნივთიერებებისა, რომლებსაც აქვს გარკვეული ტოქსიკური ან კონტაქტური ალერგენის ეფექტი. შესწავლა ხდება არა მხოლოდ იმ ადამიანების, რომლებსაც კლინიკური ჩივილები გამოუვლინდათ - ქავილი, სიწითლე, წვის შეგრძნება - არამედ, უსიმპტომო ადამიანებსაც შეისწავლიან. უსიმპტომო ადამიანებშიც კი კერატინოციტებს  (კანის ყველაზე ზედა შრეს) შორის კავშირები მკვეთრად ირღვევა. სადაც გამოვლინდა კლინიკური ჩივილები, იქ უკვე შედარებით ღრმა ცვლილებები მიმდინარეობს, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ კლინიკურად სრულიად უსიმპტომო ადამიანებშიც კი ცილოვანი ბმები კანის ზედაპირულ უჯრედებს შორის ირღვევა. 

ეს ძირითადად მუდმივი საღებავების შემთხვევაში - ისინი იყოფა როებით, ნახევრადმუდმივ და მუდმივ საღებავებად. არამუდმივი ერთი-ორი ჩამობანის შემდეგ ჩამოდის თმიდან და ის ძირითადად თმას მხოლოდ გარს ეკვრის. ნახევრადმუდმივი და მუდმივი იწვევს კუტიკულის შეშუპებას, ანუ უჯრედები იწევს ზემოთ და საღებავები აღწევს სიღრმეში. პირველი, რაც ამ დროს ხდება, ეს არის არსებული პიგმენტის მოშორება და ახლით  ჩანაცვლება, ძალიან ძლიერი ქიმიური პროცესები მიმდინარეობს და თმა ნამდვილად ზიანდება", - განმარტა მაკა დოღოზაშვილმა. 

წყარო:​ ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია"