Baby Bag

,,სულ ავადგაუხდომლობა არ ვარგა, იმუნიტეტმა უნდა ივარჯიშოს" - რატომ ავადობენ პატარები ხშირად?

,,სულ ავადგაუხდომლობა არ ვარგა, იმუნიტეტმა უნდა ივარჯიშოს" - რატომ ავადობენ პატარები ხშირად?

რატომ ცივდებიან ბავშვები ხშირად და როგორ უნდა გამოუმუშავდეთ მათ იმუნიტეტი - ამის შესახებ პედიატრმა, ყარამან ფაღავამ ,,იმედის დღის" სიუჟეტში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბავშვებს ძალიან თბილად აცმევენ, რაც არასასურველია. 

"საოცარი რამ ხდება - ძალიან თბილად აცმევენ ბავშვებს და ოთახში ხომ ისეთი ჩახუთულობა აქვთ... ზოგჯერ ისეთ მარტივ შეკითხვას დაგისვამენ მშობლები - ბავშვს დღისით უკეთ სძინავს, ღამე არაო. ასეთ დროს ვეკითხები, ფანჯარას თუ აღებენ? ძილისთვის საუკეთესო ,,წამალი" არის ცივი ჰაერი. ზოგჯერ ამბობენ, წვიმაში სიარული არ შეიძლებაო. როგორ არ შეიძლება - ქარშიც. წვიმაშიც ბავშვებს ჩააცვით თბილად და გაიყვანეთ. 

სოფელში, იმ გარემოში ბავშვი მეტ მიკრობს იღებს, მეტ ანტიგენთან აქვს შეხება, რაც იმუნიტეტის ვარჯიშია. ,,ტალახი პოეზიაა ბავშვებისთვის", განსაკუთრებით - ბიჭებისთვის. სულ ავადგაუხდომლობა არ ვარგა, იმუნიტეტმა უნდა ივარჯიშოს. წელიწადში ორჯერ-სამჯერ მსუბუქი ინფექცია კარგიც არის. ბავშვი კაჟდება - საჭიროა ფეხებზე ცივი წყლის გადავლება,  ხელ-პირის დაბანა ცივი წყლით, ცივი შხაპი. 

ამასთან, დადგენილია, რომ როდესაც ადამიანს უხარია, მასში მატულობს სიამოვნების ჰორმონები, რომლებიც იმუნიტეტს გამოიმუშავებს. იმისთის, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყოს, მარტო გაკაჟება არ არის საკმარისი, ის ბედნიერიც უნდა იყოს, მშობლები ჰყავდეს, ეფერებოდნენ და კარგ განწყობას უქმნიდნენ. შედარებით მსუბუქად უნდა ვიცხოვროთ - არის ასეთი ინგლისური გამოთქმა - live light. ბავშვი არის უდიდესი ბედნიერება და ნუ ჩავუმწარებთ მათ ამ ბედნიერებას", - ამბობს ყარამან ფაღავა.


წყარო: ​,,იმედის დღე"