Baby Bag

,,ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება არის აცრა" - თენგიზ ცერცვაძე

,,ვირუსისგან თავის დაცვის  საუკეთესო საშუალება არის აცრა" - თენგიზ ცერცვაძე

როგორ უნდა დავიცვათ თავი დღესდღეობით არსებული ვირუსებისგან და რა მეთოდებია უალტერნატივო - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში ,,შუადღე" ისაუბრა.

,,ვირუსისგან თავის დაცვის  საუკეთესო საშუალება არის აცრა. ისევე, როგორც კოვიდის შემთხვევაში, ჩვენი მოსახლეობა არ არის განწყობილი აცრების მიმართ. 200 000 დოზა შემოიტანა სახელწმიფომ რისკის ჯგუფებისთვის და დღემდე გაუხარჯავია. ოქტომბერი-ნოემბერი არის საუკეთესო პედიოდი აცრისთვის, რომ იმუნიტეტმა მოასწროს გამომუშავება. თუმცა, აცრას აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ თვეს.  ჩვეულებრივ, ამ სეზონურ ვირუსებს აქვს ორი პიკი - ერთი, ეს არის დეკემბერი-იანვარი და მეორე - თებერვალი-მარტი. ჯერ ეს დეკემბრის პიკიც არ დამთავრებულა და წინ გვაქვს მეორე პიკი. ამიტომ, აცრა ყველა შემთხვევაში გამართლებულია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ვირუსისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის პირბადე. სასურველია და მე ვურჩევდი ყველას, ვისაც აქვს გრიპი, მან ატაროს პირბადე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, ხელების ჰიგიენა და მთავარია, გრიპით დაავადებული, გრიპზე საეჭვო ადამიანი იყოს სახლში. ის არ უნდა წავიდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში", - აღნიშნავს ცერცვაძე.

კითხვაზე - თუ რა დრო სჭირდება ადამიანს აცრის შემდგომ იმუნიტეტის გამომუშავებისთვის, თენგის ცერცვაძე პასუხობს: 

,,გააჩნია ადამიანის იმუნურ სისტემას. ზოგი უფრო ძლიერი და აცრაზე სწრაფად რეაგირებს, ზოგი - ნაკლებად. დაახლოებით, ორი კვირის შემდეგ  უკვე იწყება იმუნიტეტის გამომუშავება და მაქსიმუმს აღწევს ერთ-ორ თვეში. თუ ადამიანმა გადაიტანა სურდო, ხველა და არა გრიპი (გრიპი იწყება უეცრად - ინტოქსიკაციით, მაღალი ტემპერატურით, თავის ტკივილით), აცრას ალტერნატივა მაინც არ აქვს".

წყარო​: ,,შუადღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

„თქვენ კი დადიხართ ხველით, ცემინებით, ყელის ტკივილით, ამას მოყვება პანიკა, შიში... სრული უპასუხისმგებლობაა ასეთი საქციელი,“ - ინგა მამუჩიშვილი

„თქვენ კი დადიხართ ხველით, ცემინებით, ყელის ტკივილით, ამას მოყვება პანიკა, შიში... სრული უპასუხისმგებლობაა ასეთი საქციელი,“ - ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ადამიანების მიერ ვირუსით ინფიცირებისას სოციალური იზოლაციის წესების დარღვევა გააკრიტიკა:

„გაბრაზებული და გაოცებული ვარ. ნებისმიერი ვირუსის შემთხვევაში,არ აქვს მნიშვნელობა კორონავირუსია, რინოვირუსი, ადენოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიალური,გრიპი თუ სხვა,საჭიროა იზოლაცია სხვა ადამიანების დასაცავად და საკუთარი ჯანმრთელობისთვისაც, ვირუსი ვრცელდება აირ-წვეთოვანი გზით და ძალიან სწრაფად ვირუსი იწყებს ცხოვრებას და გამრავლებას ცოცხალ ორგანიზმში, ამიტომაც საფრთხილოა!​ თქვენ კი დადიხართ ხველით, ცემინებით, ყელის ტკივილით, ამას მოყვება პანიკა, შიში...

სრული უპასუხისმგებლობაა ასეთი საქციელი გონიერი ადამიანისთვის! ვერ ხედავთ,რომ ამ ქვეყანაში ისევ ჩვენ, ადამიანები უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!!! თან აპოკალიფსური იანვარი დაანონსდა! გაუფრთხილდით ერთმანეთს!!! პანიკა სულაც არ არის საჭირო, სეზონური ვირუსები ყოველთვის იყო და იქნება, მათი ინტენსიური გავრცელების პრევენციისთვის,ნებისმიერი ვირუსის შემთხვევაში უნდა დარჩეთ სახლში მის ელიმინაციამდე,არ იაროთ სტუმრად, ადამიანთა თავშეყრის ადგილებში, ფაქტებმა დამაწერინა ეს პოსტი! ჯანმრთელობა თქვენ!“- აღნიშნა ინგა მამუჩიშვილმა.

წაიკითხეთ სრულად