Baby Bag

რეკომენდებულია თუ არა, მაცივრიდან გამოღებული მაწონი, ხაჭო, ხილი ... მაშინვე მივცეთ პატარას

რეკომენდებულია თუ არა, მაცივრიდან გამოღებული მაწონი, ხაჭო, ხილი ... მაშინვე მივცეთ პატარას

მაცივრიდან გამოღებული მაწონი, ხაჭო, ხილი ... რეკომენდებულია თუ არა, რომ მაშინვე მივცეთ პატარას? - ​MomsEdu.ge​-ს აღნიშნულ კითხვას ოტო–რინო–ლარინგოლოგი ბერდია ბერიძე პასუხობს. 

მისი თქმით, სასურველია (განსაკუთრებით ზამთარში), რომ სანამ ბავშვს მაცივრიდან გამოტანილ საკვებს მივცემთ, დავაყოვნოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივცეთ:

​„მაცივრიდან გამოტანილი პროდუქტი 10-15 წუთით უნდა დავაყოვნოთ. ეს დრო საკმარისია, რომ მაცივრიდან გამოღებული საკვების ტემპერატურა თითქმის გაუთანაბრდეს ოთახის ტემპერატურას. სასურველია (განსაკუთრებით კი ზამთარში), რომ სანამ ბავშვს მაცივრიდან გამოტანილ საკვებს მივცემთ, დავაყოვნოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივცეთ,“ - აღნიშნავს ბერდია ბერიძე. 

იხილეთ ინტერვიუ სრულად - „დაშაქრული ხახვის, ალოეს წვენის, გაცხელებული სპირტისა და მარილის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება“ - ინტერვიუ ოტო–რინო–ლარინგოლოგ ბერდია ბერიძესთან

შეიძლება დაინტერესდეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადება

​ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. მისი თქმით, კოვიდ-19-ის საბოლოოდ დასამარცხებლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის საშუალებების ეფექტიანად გამოყენებაა საჭირო.

„პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც მსოფლიო მის დასრულებას გადაწყვეტს. ჩვენ ყველანაირი იარაღი გვაქვს ვირუსის დასამარცხებლად: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტიანი ინსტრუმენტები და ეფექტიანი სამედიცინო საშუალებები. მსოფლიო ამ საშუალებებს სწორად არ იყენებს. კვირის განმავლობაში 50 000 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება, რაც იმის ნიშანია, რომ პანდემია შორს არის დასრულებისგან,“ - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

Worldmeters-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით,​ დღემდე მსოფლიოში 244 427 410 კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევა აღირიცხა. 4 963 752 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, ხოლო 221 451 949 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

წყარო: ​Hindustantimes

წაიკითხეთ სრულად