Baby Bag

,,საქართველოში პუტკუნა ადამიანს ცხოვრება აქვს მობეზრებული'' - ბარბარე სამხარაძე ჭარბწონიანთა პრობლემებზე

,,საქართველოში პუტკუნა ადამიანს ცხოვრება აქვს მობეზრებული'' - ბარბარე სამხარაძე ჭარბწონიანთა პრობლემებზე საუბრობს. 

ნახეთ ვიდეო 👆და არ დაგავიწყდეთ!!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნ​ე დედები

ბარბარე სამხარაძემ 25 კილო დაიკლო - ნახეთ ფოტო
​„წარმოგიდგენთ ჩემი მოსწავალის, თქვენთვის კარგად ნაცნობ ბარბარა სამხარაძის ტრანსფორმაციას. მცირე პაუზის შემდეგ განვაახლეთ ვარჯიში და სწორი კვება. პერიოდულად შემოგთავაზებთ შედეგებს,“ - აღნიშნულის შესახ...
„ჩემი ოცნებაა, ჩემი ხმა საქართველოს გასცდეს“
ბარბარე სამხარაძეს მაყურებელი „ნიჭიერიდან“ იცნობს. „ნიჭიერის“ ტიტულის მფლობელი ბარბარე „საქართველოს ვარსკვლავის“ საუკეთესო ათეულშია. როგორც თავად ამბობს, მისი ოცნებაა მისი ხმა საქართველოს გასცდეს და „...
„თაგვმა თხარა თხარაო, ღობე გამოთხარაო“ - ბლიცინტერვიუ ბარბარე სამხარაძესთან
ბლიცინტერვიუ​ „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთერთ მონაწილე - ბარბარე სამხარაძესთან. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ ისაუბრა და განმარტა რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა მსგავსი ტიპის პროდუქტები:

„წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ფუტკრის პროდუქცია მოწოდებული, რომ არ განვითარდეს ალერგია. ზოგიერთ შემთხვევაში ბოტულიზმის ჩხირებით შეიძლება იყოს დაბინძურებული თაფლი და წლამდე ასაკის ბავშვების ბოტულიზმის ერთ-ერთი წყარო არის თაფლი. ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს. ხანდახან თაფლს, ლიმონს და ალოეს ვუმატებ ხოლმე ერთმანეთს და ყველა პაციენტს ამას ვთავაზობ, რომ მიიღონ დილას და საღამოს.

რაც შეეხება ყვავილის მტვერს, გირჩის მურაბას, ეს არის აბსოლუტური მითები. ეს მტვერი შეიძლება იყოს ალერგენი. მე ხშირად მინახავს მოყვავილე ყვავილებზე ალერგიის მქონე პაციენტები დამტვერვის პერიოდში მიჰყავთ ხოლმე კურორტებზე. თუ ეს ალერგია გვაქვს, ის პირიქით, შეიძლება გამწვავდეს. გირჩის მურაბა, ყვავილის მტვერი, ასეთი რეკომენდაციები არ არსებობს.

იმუნომოდულაციური და იმუნოსტიმულაციური საშუალებები არ არსებობს. რომ იყოს ასეთი საშუალება, არც ექიმი იქნებოდა, არც აფთიაქი. სწორი, ჯანსაღი ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა გამოიწვევს იმუნოსტიმულაციას და ბავშვები იქნებიან ჯანმრთელები,"- აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 

წყარო:​ LIFE FM

წაიკითხეთ სრულად