Baby Bag

„​პრემიერმა თქმა, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი 300-400%-ითო“

„​პრემიერმა თქმა, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი 300-400%-ითო“

„​პრემიერმა თქმა, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი 300-400%-ითო“, - ამის შესახებ ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვით:


„​აი, 4-5 თვეა შუაზე ვიხევი, რომ ხელმისაწვდომ ფასებზე ორიენტირებული კლინიკა და აფთიაქი გავხსნა. დღეში 2-3 ბიზნესმენს ვხვდები და ტვინს ვუდუღებ, რომ ამ იდეაში ამყვნენ/

​მთავარობა უბრალოდ დამიდგეს გვერდში, ცოტათი მაინც წამომიკრას ხელი და იქნება ისეთი აფთიაქები, სადაც არაფერი გაიყიდება 300-400%-ით ძვირად. ხალხიც სარგებელს ნახავს და სახელმწიფოც იხეირებს.

​სახელმწიფოს ზღვა რესურსი აქვს და მათ ეს არ დაუჯდებათ ძვირი. ყველა ეტაპს მივხედავ, ყოველგვარი პოლიტიკური და ფინანსური სარგებლის გარეშე.

​მე ჩემითაც მივაღწევ ამ მიზნებს, უბრალოდ, რამდენიმე წელი დამეხარჯება და მათი თანადგომით ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში იქნება,“ - წერს გიორგი ღოღობერიძე.


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთე​ლობა

,,ამ დროის განმავლობაში კლინიკის გასახსნელად ძალიან ბევრ ადგილას და ბევრ ადამიანთან მქონდა...
ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:,,ამ დროის განმავლობაში კლინიკის გასახსნელად ძალიან ბევრ ადგილას და...
,,უფასო კლინიკის იდეა - არავის სურს ფულის ჩადება ისეთ საქმეში, სადაც შემოსავალი არ ექნებათ...
ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში უფასო კლინიკის შესახებ წერს. მისი თქმით, არავის სურს ფულის ჩადება ისეთ საქმეში, სადაც შემოსავალი არ ექნებათ:​,,უფასო კლინიკის იდეა,- ასეთი რამ ჩვენთან შეუძ...
აი, როგორ აქციო იმუნური სისტემა ძალიან ძლიერად - 5 მარტივი რჩევა გიორგი ღოღობერიძისგან
აი, როგორ აქციო იმუნური სისტემა ძალიან ძლიერად - 5 მარტივი რჩევა გიორგი ღოღობერიძისგან:1. საკვები - თუ გინდათ, რომ უმუნური სისტემა იყოს ძლიერი, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მსხვილ ნაწვალში იყოს სწორი ბაქ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ეს ორი ნიშანი იქნება, დაუყოვნებლივ უნდა ვიფიქროთ კოვიდზე,“ - გიორგი ღოღობერიძე

„თუ ეს ორი ნიშანი იქნება, დაუყოვნებლივ უნდა ვიფიქროთ კოვიდზე,“ - გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გრიპის, გაციებისა და კოვიდის ძირითადი განმასხვავებელი ნიშნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხველისა და ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გავიკეთოთ კოვიდ-19-ის ტესტი:

„ყველა შემთხვევაში, როდესაც იქნება ​დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები ხველის თუ ტემპერატურის სახით, დაუყოვნებლივ გავიკეთოთ ტესტი. ზოგჯერ ადამიანი იტარებს ტესტირებას, ჰგონია, რომ კოვიდი აქვს, მაგრამ კოვიდი არ უდგინდება. ამას ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ შეიძლება უბრალოდ გაციებულია ადამიანი და ჰგონია, რომ კოვიდი აქვს. გაციება ცნობილია, როგორც მწვავე ვირუსული ნაზოფარინგიტი. ეს არის ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ეძახიან თავის გაციებას. მას აქვს ოთხი ძალიან ტიპური ნიშანი: ცემინება, კუნთების ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი. ცემინება სავიზიტო ბარათია გაციებისა. ჩვენ ნაკლებად გვხვდება ცემინება გრიპის დროს და კიდევ უფრო ნაკლებად კოვიდის დროს. თუ ვიღაც აცემინებს, დიდი ალბათობით, ის გაციებულია.“

გიორგი ღოღობერიძემ გაციებისთვის იშვიათად დამახასიათებელი ნიშნებიც დაასახელა:

​იშვიათი ნიშნებია გაციების: თავის ტკივილი, მშრალი ხველა, ტემპერატურა იშვიათად იმატებს, ყურებში ზეწოლა, გემოს და სუნის დაკარგვა ნაკლებად ახასიათებს გაციებას. რაც სულ არ გვხვდება გაციების დროს, ეს არის: ქოშინი, ანუ სუნთქვის გაძნელება და ფაღარათი. თუ ეს ორი ნიშანი იქნება, დაუყოვნებლივ უნდა ვიფიქროთ კოვიდზე ან გრიპზე. გრიპი გაციებისგან განსხვავებით ბევრად აგრესიულია. უეცრად დაარტყამს ადამიანს და მაშინვე მაღალი ტემპერატურით დაიწყება. გრიპს ახასიათებს მთელი სხეულის ტკივილი, დაღლილობის ძალიან მძიმე განცდა აქვს, მშრალი ხველა და თავის ტკივილი.“

„გაციების შემთხვევაში მართვა არის ძალიან მარტივი. როგორც კი ჩვენ გვექნება კონტაქტი ვინმე გაციებულთან, პირველი რასაც ვაკეთებთ, ხელს ვიბანთ. გაციებული ადამიანი სულ ცხვირზე იკიდებს ხელს, რომ სურდო აქვს. ჩვენ ხელს რომ ვართმევთ, სულ სახეზე ვიკიდებთ ხელს. თუ ადამიანს აქვს ძალიან შემაწუხებელი მდგომარეობა, შეუძლია გამოიყენოს იბუპროფენი. ​რაც კარგად მუშაობს გაციების დროს, ეს არის თუთია. თუთიის მიღება უნდა მოხდეს, როგორც კი ადამიანს გაციების ნიშნები ექნება პირველ 24 საათში. დოზა უნდა იყოს 50-დან 75 მილიგრამამდე. C ვიტამინი ცოტათი ასუსტებს გაციების ნიშნებს, მაინცდამაინც ეფექტიანი არ არის. გრიპის დროს არ შეიძლება ასპირინის გამოყენება, განსაკუთრებით ბავშვებში, იმიტომ, რომ ძალიან მაღალია ღვიძლის დაზიანების რისკი,“ - აღნიშნულ საკითხებზე გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად