„მშობლებს ვურჩევ, რომ ხშირად არ იხმარონ ცხვირის გამხსნელი საშუალებები, რამეთუ ცხვირის გაჭედვა ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ცხვირის გაჭედვითა და ცხვირიდან გამონადენით მიმდინარე ვირუსული ინფექციების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„როდესაც გაიხსნა სკოლები და ბაღები, დაიწყო ცხვირიდან როგორც წინა, ისე უკანა გადანადენის სინდრომები. ამის ერთ-ერთი ხშირი გამომწვევი გარდა რინოვირუსისა, შეიძლება იყოს სტრეპტოკოკი. იმ შემთხვევაში,​ როდესაც ცხვირიდან გამონადენი 15 დღეზე მეტხანს გრძელდება, მოწოდებულია 14-დან 28 დღემდე ანტიბიოტიკოთერაპია ამოქსაცილინის ჯგუფის პრეპარატებით, მიუხედავად ცხელების არსებობისა.“

„ვურჩევ, რომ ხშირად არ იხმარონ ცხვირის გამხსნელი საშუალებები. ცხვირის გაჭედვა არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია და თუ ბავშვი იტანს ამას, საერთოდ სჯობს, რომ არც იხმარონ, რამეთუ ესეც ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა, რომ რესპირაციული პათოგენი ლორწოვანის შეშუპებით და ცხვირიდან გამონადენით იქნას მოშორებული,“ - აღნიშნა თემურ მიქელაძემ.

წყარო: ​კლინიკა კურაციო

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„გაციება არ არსებობს მძიმე მიმდინარეობის, არ არის მაღალი ტემპერატურა, არ არის ძლიერი თავის...
​პედიატრმა ივანე ჩხაიძემ რინოვირუსის შესახებ ისაუბრა, რომელიც ამ სეზონზე აქტიურად ცირკულირებს. მისი თქმით, აღნიშნული ვირუსი გაციების ყველაზე ხშირი გამომწვევია:„კორონავირუსი ზუსტად ორჯერ უფრო მეტად არი...

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედამთილებისგან ხშირად გვესმის ძალიან უსიამოვნო ფრაზა: დედა ერთია, ცოლი შეიძლება გყავდეს მრავალი,“ - ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი

ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა დედამთილის მხრიდან რძლის მიმართ მოსიყვარულე დამოკიდებულების გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს, თავად დედამთილი რამდენად არის ოჯახურ ცხოვრებაში რეალიზებული:

„აღზრდასა და ბავშვობაში ჩამოყალიბებულ განწყობებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ მხრივ, ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში რა დამოკიდებულება გვექნება. ​როდესაც დედამთილი ახერხებს იყოს თავისი რძლის მოსიყვარულე, არ შეეჯიბროს მას და მისცეს ავტონომია ახლად შექმნილ წყვილს, არ შეიჭრას უხეშად, არ შექმნას დისკომფორტი უტაქტო ჩარევისა და თავისი აზრების თავზე მოხვევის თვალსაზრისით, ამაში დიდ როლს თამაშობს, რამდენად არის ეს ადამიანი თავის ოჯახურ ცხოვრებაში რეალიზებული.“

თეა გოგოტიშვილის თქმით, დედები ხშირად რეალიზაციას მთლიანად ვაჟიშვილში დებენ:

„არის მარადიული ბავშვის თემა, როდესაც დედები რეალიზაციას მთლიანად ვაჟიშვილში დებენ. ამ დროს პარადოქსული ამბავი ხდება. როდესაც ვაჟი დაიბადება და ის ცალკე ორგანიზმია, გადაიჭრება ჭიპლარი ,ფსიქოლოგიური ჭიპლარი არ იჭრება. ​დედა ხშირად არაცნობიერად ვაჟს განიხილავს, როგორც თავის ნაწილს, თავისი სხეულის ნაწილს, თავისი მთელის ერთ შემადგენელს.“

„დედა ვერ ახერხებს, რომ ფსიქოლოგიურად გამიჯნოს ეს ადამიანი, როგორც პიროვნება, რომელსაც აქვს თავისი დამოუკიდებელი სოციალური უჯრედი, რომელსაც ოჯახი ჰქვია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედას თავიდანვე ჰქოდეს თავის განწყობებში ჩადებული ეს მიმართება, რომ როდესაც შვილი ითხოვს ცოლს, ის უნდა იყოს მისი მეუღლის მეორე ნახევარი ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენ, სამწუხაროდ ხშირად გვესმის ჩვენს გარემოში ძალიან უსიამოვნო ფრაზა დედამთილებისგან: „დედა ერთია, ცოლი შეიძლება გყავდეს მრავალი.“ თითქოს ამ დროს ადამიანს ეშინია იმის, რომ მას წაართმევენ შვილს და მის სიყვარულს უყოფენ,“ - აღნიშნულ საკითხზე თეა გოგოტიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​პირველი არხი

წაიკითხეთ სრულად