„დღესასწაულების შემდეგ განტვირთვის დღეებისკენ არავითარ შემთხვევაში არ მოვუწოდებ, ეს არის ორგანიზმის დასჯა,“- ენდოკრინოლოგ-ნუტრიციუოლოგი ნაია ლატარია

ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგმა ნაია ლატარიამ დღესასწაულების შემდეგ დეტოქსის მიზანშეუწონლობის შესახებ ისაუბრა:

„დღესასწაულების შემდეგ დეტოქსისკენ არავითარ შემთხვევაში არ მოვუწოდებ. პირველ რიგში, ეს არის ორგანიზმის თავის დასჯა, რაც არავითარ შემთხვევაში არ არის გამართლებული. ეს არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ განტვირთვის დღეები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დღესასწაულების შემდგომ, იმიტომ, რომ ეს ორგანიზმის მიერ აღიქმება, როგორც დასჯა. 2-3 დღე, თუნდაც ერთი კვირა, ჩვენ ორგანიზმს ვაძლევთ ძალიან ბევრს და მერე ერთბაშად ყველაფერს ვუწყვეტთ. ეს არ არის სასურველი.

ძალიან მნიშვნელოვანია კვებაში ძალიან ბევრი ცოცხალი ბოსტნეული ჩავრთოთ ყველა კვებაზე: დილით ომლეტთან ერთად ბოსტნეული, შუადღეს სალათის სახით, საღამოს ბოსტნეულის რაგუს სახით. ძალიან მოდაშია: იკვებე ცისარტყელა. რაც უფრო ფერადი და ხასხასა იქნება თეფში, მით უკეთესი. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ორგანიზმი ბოჭკოთი დაიტვირთოს, ნაწლავების მუშაობაზე ახდენს დადებით გავლენას და დაგვეხმარება იმ სტრესული პერიოდის გამოვლაში, რაც დღესასწაულების პერიოდში გვქონდა,“- მოცემულ საკითხზე ნაია ლატარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელმა ვირუსებმა შეიძლება მოახდინოს ორსულობის მიმდინარეობაზე უარყოფითი ზეგავლენა? - მეან-გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი

მეან-გინეკოლოგმა მაკა ჩიქოვანმა ის ვირუსები დაასახელა, რომელიც ორსულებისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს:

„რაც შეეხება ვირუსებს, რომლებმაც ორსულობის მიმდინარეობაზე შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს, მედიცინაში ვიყენებთ ტერმინს TORCH ინფექციები. ეს აბრევიატურა მოიცავს იმ ძირითად წამყვან ვირუსებსა და ბაქტერიებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს ზეგავლენა ქალის ჯანმრთელობაზე და შემდგომ უკვე ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილობასა და ავადობაზე. მასში გაერთიანებულია, მაგალითად, ტოქსოპლაზმა, რომელიც განსხვავებული ტიპის მიკრობს წარმოადგენს. მასში შედის წითურა, ზიკა ვირუსი( ორი-სამი წლის წინ პანდემია იყო და ბრაზილიაში რეკომენდაციას იძლეოდნენ, რომ ცოტა ხანს ორსულობისგან თავი შეეკავებინათ, იმდენად ცუდი და სავალალო შედეგები იყო).

წითურას ვირუსი ყველას მოეხსენება, რომ მნიშვნელოვნად არასასურველია ორსულებისთვის.  TORCH ინფექციებში შედის ციტომეგალოვირუსი, რომელიც ყველაზე გავრცელებული ვირუსია დღეს. ასევე ჰერპეს ვირუსი, რომელიც ყველაზე გავრცელებულ სქესობრივი გზით გადამდებ ვირუსულ დაავადებას წარმოადგენს წყვილებს შორის,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად