Baby Bag

,,ძალიან კომფორტულია ჩემთვის, როცა ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა''

,,ძალიან კომფორტულია ჩემთვის, როცა ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა''

ლაქტაციის შესახებ გადაცემაში ,,The Talk შოუ'' ისაუბრეს. 

როგორც მსახიობი რუსკა მაყაშვილი აღნიშნა, მისთვის ძალიან კომფორტულია, როცა ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა:

,,ილიას დროსაც ასე ვიყავი, ჩემთვის ეს ძალიან კომფორტულია. ჩემი მეორე შვილი, კატოც ექსკლუზიურად მხოლოდ ძუძუთი იკვებება. თუ გაქვთ შესაძლებლობა, სამსახურში უნდა წაიყვანოთ პატარა და იქ აჭამოთ, თუ არა, შეგვიძლია რძე გავყინოთ. მე ვფიქრობ, როგორც მიუდგები, ისე გამოვა ყველაფერი. მე მარტივად ვუდგები,'' - აღნიშნავს რუსკა მაყაშვილი. 

ნახეთ თუ რა უპირატესობები აქვს ძუძუთი კვებას ☝️

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„ძიძა არ მყავდა, იმიტომ, რომ არ მინდოდა, ბავშვი გაჩენის დღიდან ყველგან ჩემთან ერთად იყო, ძ...
​მსახიობი რუსკა მაყაშვილი გადაცემაში „იმედის დღე“ ოჯახური ცხოვრების შესახებ საუბრობს:„დილის რუტინა ძალიან მარტივი მაქვს. ჩემი დილის, შუადღის, საღამოს რუტინა არის ილია. ილია უთენია იღვიძებს და იწყება მ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„შეიძლება ბავშვის კიდურები შეხებით სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით გრილი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას სცივა,“- პედიატრი მეგი ფარქოსაძე

პედიატრმა მეგი ფარქოსაძემ ჩვილის მოვლის წესებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„დღევანდელი ტენდენციებით ნამდვილად აღარ არის მიზანშეწონილი ჩვილის მჭიდროდ შეკვრა. პირიქით, ხელების საშუალებით ჩვილი შეიცნობს სამყაროს, თავისი ხელების შეხებით, პირში ჩადებით. ფეხების ერთმანეთთან მჭიდრო პოზიციაში ყოფნა არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, რადგან ხელს უწყობს ჩვილ ბავშვთა ასაკში დისპლაზიის ჩამოყალიბებას. რაც უფრო განზიდულ პოზიციაში იქნება ქვედა კიდურები, მით უფრო თავიდან აგვარიდებს ამ გავრცელებულ პრობლემას.

სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით შეიძლება ბავშვის კიდურები შეხებით გრილი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს ბავშვს სცივა. ყელში ან კისერზე ხელი უნდა მოკიდოთ და მისი სხეულის ჭეშმარიტ ტემპერატურას ასე განსაზღვრავთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან გქონდეთ მუდმივი კონტაქტი, ჩაეხუტოთ, ხელში გყავდეთ აყვანილი, ესაუბროთ ნებისმიერ თემაზე. ხელში აყვანით ბავშვი არ გაფუჭდება ნამდვილად. ბავშვი თავის პატარა სამყაროში იყო და უზარმაზარ სამყაროში აღმოჩნდა. შეიძლება მან მარტო იგრძნოს თავი, ჰქონდეს შიში ამასთან დაკავშირებით. თქვენი ჩახუტება, როგორც დედის, ასევე მამის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეხება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბუნებრივ იმუნიტეტს უზიარებენ მშობლები ამ შეხებით ჩვილს. შესაბამისად მისი იმუნური სისტემა უფრო ძლიერდება,“- მოცემულ საკითხზე მეგი ფარქოსაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“ 

წაიკითხეთ სრულად