Baby Bag

რომელი საკვები პროდუქტები შეიძლება დაეხმაროს ნაწლავის მდგომარეობის მოწესრიგებას და, შესაბამისად, ონკოლოგიური დაავადებების თავიდან აცილებას?

რომელი საკვები პროდუქტები შეიძლება დაეხმაროს ნაწლავის მდგომარეობის მოწესრიგებას და, შესაბამისად, ონკოლოგიური დაავადებების თავიდან აცილებას?
რომელი საკვები პროდუქტები შეიძლება დაეხმაროს ნაწლავის მდგომარეობის მოწესრიგებას და, შესაბამისად, ონკოლოგიური დაავადებების თავიდან აცილებას? - ამ თემაზე ექიმმა ნუტრიციოლოგმა, პროფესორმა მარი მალაზონიამ ისაუბრა:

„​2021 წლის სექტემბრის დასაწყისის მონაცემებით, რამდენიმე კვლევის შედეგად დადგინდა, რომელი საკვები პროდუქტები შეიძლება იყოს კარგი დამხმარე ერთი მხრივ ნაწლავის მდგომარეობის მოსაწესრიგებლად და შესაბამისად, ონკოლოგიური დაავადებების თავიდან ასაცილებლად?

რა აკავშირებს ერთმანეთთან ნიორს, ხახვს, ბანანსა და სატაცურს? შეიძლებოდა აქვე ჩამომეთვალა, მაგალითად, პრასი, შვრია და უამრავი სხვა პროდუქტი. რატომ, რა აქვთ მათ საერთო? - ყველა ამ პროდუქტში არის ნივთიერება სახელწოდებით ინულინი. იგი არის რთული ნახშირწყალი, რომელსაც ბოჭკოვანი დატვირთვის ეფექტი აქვს, ანუ როგორც ჩვენ ვამბობთ, უხსნადი, ძნელად მოსანელებელი და კარგი საკვები მეგობარი ბაქტერიებისთვის. ინულინს აქვს უზარმაზარი როლი, ეს არის კვლევებით დადასტურებული, ნაწლავის ფლორის მოწესრიგებაში და ონკოლოგიური დაავადებების თავიდან აცილებაში,“ - აღნიშნა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯ​გუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

,,თუ წვნიან კერძს ვაკეთებთ, უკვე მდუღარე წყალში ჩავდოთ პროდუქტები, ხანგრძლივი მორევის, თუხთუხის გარეშე, ოდნავ ხრაშუნდა უნდა დარჩეს" - მარი მალაზონია

,,თუ წვნიან კერძს ვაკეთებთ, უკვე მდუღარე წყალში ჩავდოთ პროდუქტები, ხანგრძლივი მორევის, თუხთუხის გარეშე, ოდნავ ხრაშუნდა უნდა დარჩეს" - მარი მალაზონია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს თერმულად დამუშავების წესზე ისაუბრა. ის აღნიშნავს, რომ ამ პროდუქტებში შემავალ ნივთიერებებს პროსტატის კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, რომლებიც არ არის მდგრადი თერმულად დამუშავების დროს:

„სტრუქტურულად სულფარაფანი ეს არის ერთ-ერთი მთავარი ანტიდამჟანგავი, ანტიოქსიდანტი, რომელსაც უზარმაზარი კიბოს საწინაანღმდეგო ეფექტი აღმოაჩნდა და ამის დასტურად ყველაზე მასშტაბური კვლევა, რომელიც ჩატარდა ამ მიმართულებით, ჯონ ჰოპკინსის უნივერისტეტის მიერ ჩატარებული კვლევა, სადაც დადასტურებულია, ყვავილოვანი კომბოსტოს და ბროკოლის გამოყენების სქემის შესაბამისად, როგორია პროსტატის კიბოს პროფილაქტიკის მაჩვენებელი, ეს არის 30% - ის ზემოთ, ხოლო ყოველდღიური, ყოველკვირეული მოხმარების დროს 45% - ზე მეტიც კი.

ამ პროდუქტებში არის გარკვეული რაოდენობის სულფარაფანთან ერთად, ც ვიტამინი, კაროტინები. ისინი არ არის მდგრადი თერმული დამუშავების დროს და მათ შებრაწვის ან მოხარშვის დროს მარტივად ვკარგავთ. ეს ყველაფერი რომ შევინარჩუნოთ, თუ წვნიან კერძს ვაკეთებთ უკვე მდუღარე წყალში ჩავდოთ პროდუქტები, ხანგრძლივი მორევის, თუხთუხის გარეშე, ოდნავ ხრაშუნდა უნდა დარჩეს. ამ პროდუქტებს ხანგრძლივად დუღილი არ სჭირდებათ, მდუღარე წყლის გარემო სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თავდახურულ ჭურჭელში, რამდენიმე წუთის მანძილზე, ჩაიორთქლოს და მზად იყოს მოხმარებისთვის.

თუ ჩვენ გვინდა წვენის გარეშე მშრალად გამოვიყენოთ, უმჯობესია ეს გავაკეთოთ სქელ ჭურჭელში, რომელიც წინასწარ იქნება გამთბარი და ასევე თავდახურულ მდგომარეობაში ჩავორთქლოთ.“

ექიმის თქმით, პროდუქტებში ისეთი ნივთიერებაც შედის, რომლისთვისაც, პირიქით საჭიროა თერმული დამუშავება:

„რაც შეეხება მეორე კომპონენტს, გაგიკვირდებათ და ამ პროდუქტებში შემავალი ერთი ნივთიერება თერმული დამუშავების შედეგად უკეთ გადარჩება. ეს არის ვიტამინი უ, რომელიც ფართოდ ცნობილი, თუმცა გავრცელებულია პროდუქტებში და მისი დამატება ხშირად არ გვჭირდება. ამ ვიტამინის დახმარებით ჩვენს უჯრედებს კარგად აღდგენის უნარი აქვთ.“

წყარო: ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია"

წაიკითხეთ სრულად