„დელტა შტამის დროს უცებ ხდება დამძიმება და სიმპტომების მკვეთრი გაშლა,“ - თერაპევტი ხათუნა ნუცუბიძე

თერაპევტმა ხათუნა ნუცუბიძემ დელტა შტამის თავისებურებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა შტამებისგან განსხვავებით მას მოულოდნელი და სწრაფი დამძიმება ახასიათებს:

​ადრე დაავადება იწყებოდა მარტივი სუბფებრილიტეტით, დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ იშლებოდა კლინიკური სურათი. ახლა კლინიკური სურათის აქტიურობა თავიდანვე გაშლილი მოდის. ძალიან შეწუხებულია პაციენტი. პირველი, ვისაც პაციენტი უკავშირდება, მისთვის საყვარელ და ნაცნობ ოჯახის ექიმს. ოჯახის ექიმისთვის პირველი სიმპტომატიკა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ დღეს პაციენტი რომ იტყვის, რომ რესპირატორული სიმპტომები აქვს, მეორე დღეს გაშლილი გვევლინება თავისი ტემპერატურით და ა.შ.“

„კიდევ ერთი საოცრება დაფიქსირდა. ალბათ, ნელ-ნელა გამოიკვეთება კიდევ უფრო, თუ რა იწვევს ამ მდგომარეობას. თუ სიმპტომებით იწყება დაავადება, თითქოს დინამიკა მიდის კარგად, მაგრამ რომ არ ველოდებით, ​უცებ ხდება სიმპტომების მკვეთრი გაშლა და დამძიმება პაციენტის მერვე-მეცხრე-მეათე დღეს. ეს წინა შტამებს არ ახასიათებდათ. მერვე-მეცხრე-მეათე დღიდან თითქოს დინამიკა კლებისკენ მიდიოდა და ჩვენც მშვიდად ვიყავით, ოჯახის ექიმები, რადგან მეთოთხმეტე დღეს ვიღებდით გამოჯანმრთელებას. ახლა ჩვენ ვერ ვაძლევთ თავს უფლებას, რომ არ ვინერვიულოთ. შესაძლებელია მშვიდად მიმდინარე კლინიკა მეათე-მეთერთმეტე დღეს უცებ დამძიმდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ხათუნა ნუცუბიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა

ამ ოთხი ნიშნით შეგიძლიათ, დელტა შტამი ამოიცნოთ - გიორგი ღოღობერიძე კორონავირუსის დელტა ვარ...
​ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღოებერიძე კოვიდ 19-ის დელტა შტამზე საუბრობს.ნახეთ ვიდეო ☝️

შეიძლება დაინტერესდეთ

რა გადაწყვეტილება მიიღეს მათთვის, ვინც აცრის გაკეთებაზე ყოყმანობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ვაქციანციასთან დაკავშირებით ისაუბრა:

,,ყველაფერს თავისი ეტაპობრიობა და თანმიმდევრულობა აქვს. ვაქცინაციასთან დაკავშირებით, პირველ ეტაპზე რაც გაკეთდა, იყო საკმაოდ ეფექტური. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ბევრი ამცრელი ცენტრის, ასევე მობილური ბრიგადების გაშვება დიდ ქალაქებში, სადაც იქნებოდა შესაძლებლობა ერთდროულად მოგვეცვა მოქალაქეების დიდი ჯგუფი. ერთ მილიონ ადამიანამდეა დღეს აცრილი ერთჯერადად და ისინი მეორე დოზით მალე აიცრებიან. 

ახლა უკვე გადავედით იმ ეტაპზე როცა ნაკლები ადამიანი მოდის თავად და ჩვენ უნდა მივიდეთ მათთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში ასეთი თანმიმდევრობა, როგორც წესი, ჩვეული პროცესია. თავიდან მოდიან ადამიანები, რომლებიც ადვილად იღებენ გადაწყვეტილებას, ახლა კი უკვე დადგა ეტაპი, როცა ჯანდაცვის სექტორს მეტი მუშაობა, საკომუნიკაციო კამპანია, მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრა სჭრიდება იმათთვის, ვინც თავად ვერ მიიღო აცრის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილება. ისინი უნდა დავარწმჯნოთ, რომ ვაქცინაცია ნამდვილად მნიშვნელოვანია,'' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ჯგუფზე, რომელიც ანტივაქსერული განწყობიდან გამომდინარე, არასდროს არ აიცრება. ეს ჯგუფი სხვა ქვეყნებშიც რჩება:

,,15-20% სავარაუდოდ, არ აიცრება და ასეა სხვა ქვეყნებშიც. ეპიდემიოლოგიური მიზნებისთვის 80% არის ის ზღვარი, რაც ჩვენ ეპიდემიური დაცვის გარანტიას მოგვცემს,'' - დასძინა თამარ გაბუნიამ. 

წყარო: ​რუსთავი 2

წაიკითხეთ სრულად