„​გააკრეს საკაცეზე ექიმი, რომელმაც ძალიან ფრთხილად თქვა, რომ კოვიდგადატანილის იმუნურობა კარგიაო. ის კი არ უთქვამს, რომ აცრაა ცუდი, არა“ - იაგო ფრანგიშვილი ლევან რატიანის პოსტს ეხმაურება

„​გააკრეს საკაცეზე ექიმი, რომელმაც ძალიან ფრთხილად თქვა, რომ კოვიდგადატანილის იმუნურობა კარგიაო. ის კი არ უთქვამს, რომ აცრაა ცუდი, არა“ - იაგო ფრანგიშვილი ლევან რატიანის პოსტს ეხმაურება

ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი, რომელიც გერმანიაში მუშაობს,თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი საუნივერსიტეტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის,ლევან რატიანის გუშინდელ პოსტს ეხმიანება (​„ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინირებულების“). ​MomsEdu.ge გთავაზობთ იაგო ფრანგიშვილის ჩანაწერს:

„​გააკრეს საკაცეზე ექიმი, რომელმაც ძალიან ფრთხილად თქვა, რომ კოვიდგადატანილის იმუნურობა კარგიაო. ის კი არ უთქვამს, რომ აცრაა ცუდი. არა. ასჯერ თქვა, რომ აცრა აუცილებელია კოვიდის ნაკლები პრობლემით გადასატანადო, მაგრამ მაინც გააკრეს საკაცეზე ეს რეანიმატოლოგი. 8-ჯერ შეასწორა და ჩაასწორა პოსტი, რომ როგორმე ისე არ წარმოჩენილიყო, ვითომდაც სრულიად აცრილის იმუნიტეტს კოვიდგადატანილის იმუნიტეტი სჯობია.

ხოდა, გეტყვით, რომ სჯობია. ასჯერ სჯობია. უფრო სწორად, გუშინ პრაქტიკამ დაამტკიცა, გერმანიაში რომ 68-ჯერ სჯობია მინიმუმ!!!

გერმანიაში ერთ დისკოთეკაში დაშვებულნი იყვნენ რამდენიმე ასეული, 200-ზე მეტი ადამიანი, კოვიდგადატანილები და სრულიად აცრილები, რა თქმა უნდა, უტესტოდ, აბა აცრილის დატესტვას ვინ გაბედავდა, შეთავაზებაც კი წარმოუდგენელია ამგვარი რამისა!!!

68 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდი, 68 აცრილს. არცერთ კოვიდგადატანილს.

ვირუსი აღმოჩნდა დელტა შტამი.

ეს ყველა აცრილი და ახლა კოვიდიანი თავს მშვენივრად გრძნობს. აცრილია და ახალგაზრდაა, რატომ უნდა იყოს სხვანაირად??

როგორმე უნდა შევეგუეთ ეს ორჯერ და სამჯერ აცრილები და მეოთხე და მეხუთე აცრის მომლოდინენი, რომ მოეშვით კოვიდგატანილებზე ზეწოლას, ბნელად გამოცხადებას, თუკი არ იცრის.

შეამოწმეთ ისინი, ვისაც არ სურს აცრა, გადაიტანა თუ არა კოვიდ ინფექცია, აი, ამაზე წამოგყვება მოსახლეობა და სიტუაცია ცოტათი დაწყნარდება, რამეთუ ახლა კი ცხელა, მაგრამ, ახლა რომ ამდენი ჰოსპიტალიზირებული გყავს, აი, რომ აცივდება, მერე ყველა სურდოიანი და 38-სიცხიანი მიადგება საავადმყოფოს, დაურეკავს სასწრაფოს და დაპანიკდება.

აი იქ, ერთი აცრილი პერსონალი და არდატესტილი ყველას დაავადებს. ერთი აცრილი და ვირუსმატარებელი ნახევარ ავტობუსს გადასდებს და ამაზე ახლაა საფიქრი.

როცა აცრის არმსურველს აუღებ ანალიზს და ეტყვი, შენი ანტისხეულის რაოდენობა 1-ია, ანუ 0,8-ზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ გადაიტანე კოვიდი და სულერთია რამდენი გაქვს ანტისხეული, ორგანიზმმა იცის მასთან გამკლავება.

ამის შემდეგ სიტუაცია დაწყნარდება, ხალხიც დაწყნარდება და ექიმიც დაწყნარდება.

თუკი ახლა ვინმეს დისკუსიის სურვილი გაგიჩნდებათ, აბა ანტისხეული ამდენი და იმდენი უნდა იყოსო, არის საკმარისი კვლევები კოვიდგადატანილებზე და იმუნური სისტემის მახსოვრობის უჯრედებზე და მათ ფუქციებსა თუ შესაძლებლობებზე, კოვიდგადატანილებში ძვლის ტვინში არსებულ სპეციალურ კუნძულებზე, რომლებთაც ახსოვთ ინფექცია.

და სხვათა შორის, ეს ისრაელში დადგინდა, რომ ფაიზერის ორი აცრიდან რამდენიმე კვირის მერე პოსტკოვიდურის მსგავსი კუნძულები დადგინდა ძვლის ტვინის ქსოვილში.

ასე რომ, აცრაც და ამგვარად სრული იმუნიზაციაც იმაზე დიდხანს იცავს, ვიდრე ახლა მიღებულია, რომ ექიმმა თქვას და გააპიაროს.

და მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას. ცოტა ლოგიკურად იფიქრეთ ხოლმე და ნურავინ ამაყობს ტვინის თვითამპუტაციით,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედები​ს ჯგუფი“)

„​ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია,...
„ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინირებულების“ - ამის შესახებ ინფორმაციას თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტ...