Baby Bag

ნუტრილაკი - ბავშვთა კვების ინოვაციური ბრენდი

ნუტრილაკი - ბავშვთა კვების ინოვაციური ბრენდი

ნუტრილაკი - ბავშვთა კვების ინოვაციური ბრენდია, რომელიც მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ფეხს უწყობს თანამედროვე მიდგომებს.

ამის ნათელი მაგალითია ნუტრილაკ პრემიუმის ადაპტირებული ნარევები და 100%-ით ორგანული, უშაქრო ფაფები.

ნუტრილაკის რძიანი ნარევების უპირატესობა იმ ინგრედიენტებშია, რომელიც ზრუნავს ბავშვის არა მარტო ფიზიკურ განვითარებაზე, არამედ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე.

ადამიანის თავის ტვინის ფორმირებადა ჩამოყალიბება სიცოცხლის პირველ წლებში ხდება. უმნიშვნელოვანესია, ამ პერიოდში პატარამ მიიღოს ომეგა 3 -ით მდიდარი საკვები, რაც პირდაპირ ახდენს გავლენას თავის ტვინის ჩამოყალიბებაზე, ინტელექტუალურ და ემოციურ განვითარებაზე.

ვინაიდან ნუტრილაკის ადაპტირებული ნარევები ომეგა 3-ს (Dha) ბავშვთა კვებაში დაშვებული მაქსიმალური რაოდენობით შეიცავს, მას მოიხსენიებენ როგოროცთანამედროვე ბავშვის წარმატების ფორმულას.

გარდა ადაპტირებული ნარევებისა, ნუტრილაკი ასევე წარმოადგენს უნიკალურ, მთელმარცვლიან ფაფებს, რომელიც გამოირჩევა 100%-ით ორგანული შემადგენლობით, არ შეიცავს ისეთ საზიანო ნივთიერებებს როგორიცაა შაქარი, მარილი, გმო, კონსერვანტები და საღებავები.

ნუტრილაკის ფაფების მთავარი უპირატესობა მის შემადგენლობაში არსებული ბურღულის მთლიანი მარცვლის ფქვილია, რომელიც ბუნებრივადაა გაჯერებული ვიტამინებითა და მინერალებით და არ საჭიროებს ხელოვნურად სინთეზური მინარევების დამატებას. ეს კი ნიშნავს, რომ ფაფა შედგება მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან და სრულად აკმაყოფილებს ბავშვთა კვებაში დანერგილ თანამედროვე სტანდარტებს.

ნუტრილაკის უშაქრო, მთელმარცვლიანი ფაფები - 100%-ით ორგანული შემადგენლობა - არაფერი ზედმეტი, მხოლოდ სასარგებლო!

ამის ნათელი მაგალითია ნუტრილაკ პრემიუმის 100%-ით ორგანული, მთელმარცვალიანი ფაფები, რომლებიც მზადდება ბუღრულის მთლიანი მარცვლით, რაც განაპირობებს ვიტამინებისა და მინერალების ბუნებრივ მარაგს.

Baby bag-ის მომხმარებლებს ნუტრილაკი 20%-იან ფასდაკლების ვაუჩერს სთავაზობს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც ადაპტირებული ნარევების, ასევე ფაფების შეძენისას.

ნუტრილაკის უშაქრო, მთელმარცვლიანი ფაფები - თანამედროვე საკვები თქვენი პატარებისთვის!

100%-ით ორგანული შემადგენლობა - არაფერი ზედმეტი, მხოლოდ სასარგებლო!

R. 

შეიძლება დაინტერესდეთ

Ikokids - ქართული ხელნაკეთი განმავითარებელი სათამაშოები დაუვიწყარი მომენტებისთვის

Ikokids - ქართული ხელნაკეთი განმავითარებელი სათამაშოები დაუვიწყარი მომენტებისთვის
ბავშვობაში ყველას გვითამაშია შტაბობანა, მაგიდის ქვეშ სახლობანა ან სამალავი მოგვიწყვია პლედებით. ეს თამაშები იყო ინსპირაცია ჩემთვის, როდესაც პირველად ჩემი უმცროსი შვილისთვის შევკერე კარავი იუთუბზე განთავსებული ვიდეოს დახმარებით. კერვა და ხელსაქმე ბავშვობიდან მიყვარდა და პირველივე ცდაზე გამომივიდა. ამ კარვით გამოწვეულმა ემოციებმა, ჩემი შვილების, ჩემთან სტუმრად მოსული ყველა ბავშვის ემოციამ და მათი მშობლების აღფრთოვანებამ გადამაწყვეტინა ჩემი ჰობი ბიზნედად მექცია. ასე შეიქმნა ​ikokids. დავიწყე კარვებით, ნელ-ნელა გავზრდე ასორტიმენტი და გავფართოვდით.
​დღეს ჩემი სახელოსნო არის ადგილი, სადაც ყოველდღე ვქმნით ჯანსაღ და ჯადოსნურ გარემოს ბავშვებისთვის - ვამზადებთ განმავითარებელ სათამაშოებს: კარვებს, კალათებს სათამაშოებისა და პატარა ნივთებისთვის, თეატრებს, დროშებს, კედლის დეკორაციებს, კარვებს თოჯინებითვის და სხვადასხვა ფორმის რბილ სათამაშოებს. ვმუშაობთ ნებისმიერი სირთულის ინდივიდუალურ შეკვეთაზე. პროდუქციაზე ვაკეთებთ პერსონალური სახელის, წარწერის, საყვარელი ზღაპრის გმირის დახატვას. არ ვიყენებთ პრინტს, ყველაფერს ვხატავთ ხელით, წყალგამძლე, ტექსტილისთვის განკუთვნილი ეკოსაღებავებით.

 

​საბავშვო პროდუქციის დამზადებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია პროდუქციის ხარისხი, ამიტომ ვიყენებთ, მხოლოდ 100% ბამბის, სერთიფიცირებულ ქსოვილს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე ზრუნვა. ამისათვის გავაკეთეთ პატარა ზომის სათამაშოების ხაზი, რომლებსაც ჩვენი ქსოვილების ნარჩენებისგან ვკერავთ. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სრულად გადავიდეთ უნარჩემო წარმოებაზე, ამით პატარა წვლილი შევიტანოთ ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაში. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ბავშვისთვის შევქმნათ ჯანსაღი და ჯადოსნური გარემო. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია მომხარებელს შევთავაზო ადგილოვრივი წარმოების ხარისხიანი პროდუქცია და ახალგაზრდა მშობლებისთვის მარტივი და სახალისო გავხადო მშობლობა. დასახული მიზნებისკენ სვლაში მომხმარებელთა უკუკავშირი მამოტივირებს და მაძლიერებს.

R.
წაიკითხეთ სრულად