Baby Bag

„პუპაცოში“ შეგიძლიათ შეიძინოთ სათამაშოების ბაზარზე წამყვანი გერმანული ბრენდის, Hape-ს ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები

„პუპაცოში“ შეგიძლიათ შეიძინოთ სათამაშოების ბაზარზე წამყვანი გერმანული ბრენდის, Hape-ს ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები
„ბავშვის უსაფრთხოება მშობლის მთავარი საზრუნავი და ასევე გამოწვევაა. სათამაშო ის ობიექტია, რასაც ბავშვის ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს, მასთან დიდ დროს ატარებს და ხშირად ეხება. შესაბამისად, გავლენას ახდენს როგორც ბავშვის ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიოლოგიურ ჯანმრთელობაზე“ - „პუპაცოს“ თანადამფუძნებელი ნინო კობახიძე.
ეკო სათამაშოები პოპულარულია მთელს მსოფლიოში. სათამაშოების მაღაზია პუპაცო მუდმივად ორიენტირებულია ხარისხიანი და უსაფრთხო სათამაშოების დისტრიბუციაზე საქართველოში. კომპანიის „ბუნება“ მთლიანად ეკო-მიმართულებას მოიცავს და მუდმივად ზრუნავს ჩვენი შვილების ჯანსაღ გართობაზე.
„პუპაცოში“ შეგიძლიათ შეიძინოთ სათამაშოები 0 თვის ასაკიდან. მაღაზიაში წარმოდგენილი სათამაშოები არის 100%-ით უსაფრთხო, ისეთი ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული, როგორებიცაა: ხე, ორგანული ბამბა, იაპონური ბრინჯი, ბამბუკი, თექა, ორგანული პოლიმერი და მცენარისგან მიღებული პლასტმასი.
„პუპაცოს“ ერთ-ერთი გამორჩეულ ბრენდზე, Hape-ზე შევაჩერებთ დღეს თქვენს ინტერესს, ეკოლოგიური კომპანია 1986 წელს გერმანიაში ჩამოაყალიბა დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ ჰენდშტეინმა.
Hape არის ლიდერი მდგრადი მასალებისგან მაღალი ხარისხის ბავშვთა სათამაშოების წარმოებაში. Hape-ს სათამაშოები შექმნილია იმისათვის, რომ შთააგონონ პატარებს თამაში და ამგვარად, შეასწავლონ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ.
Hape-ს მიღებული აქვს პრესტიჟული ასოციაციების უამრავი ჯილდო სათამაშოების ეკოლოგიურობის, ფუნქციონალურობის, ინოვაციურობის, დიზაინისა და ხარისხისთვის. მათ იციან, რომ მომავალი ეკუთვნის ბავშვებს და რომ სათამაშოები ბავშვებისთვის ყველაზე მთავარია.
და ბოლოს, Hape-ს სათამაშოები დასრულებულია ორგანული ლაქით და წყალზე დამზადებული საღებავებით, რომლებიც ბავშვებისთვის უსაფრთხოა.
ლაქი მოპოვებულია ბელგიაში, ხოლო წყლის საღებავები წარმოებულია გერმანიაში.
დღეს Hape მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის, „პუპაცო“ ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში.
აბაზანის სათამაშოები, რომლებიც Baby bag-შია წარმოდგენილი, შეგიძლიათ შეიძინოთ და დეტალურად გაეცნოთ მოცემულ ბმულზე ​https://bit.ly/44Gt5pU.
ან ეწვიოთ პუპაცოს მაღაზიებს:
📍 ი. ჭავჭავაძის გამზ. 56 ა
📍 ი.ჭავჭავაძის გამზ. 37 მ @axistowersshoppingcenter
📍 პ. იბერის ქ. 4
საკონტაქტო: 595 505 500
R.
„პუპაცოს“ სურვილია, არამხოლოდ ბავშვები აღაფრთოვანოს თამაშით, არამედ დაეხმაროს მშობლებს ბავ...
„პუპაცოს​“ სურვილია, არამხოლოდ ბავშვები აღაფრთოვანოს თამაშით, არამედ დაეხმაროს მშობლებს ბავშვებთან კომუნიკაციაში, ითამაშონ მათთან ერთად და ჩაერთონ მათი სწავლისა და შემეცნების პროცესში“ - „პუპაცოს...

შეიძლება დაინტერესდეთ

„პუპაცოს“ ქსელში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, 4 ივნისის ჩათვლით, განსაკუთრებული ფასდაკლება ვრცელდება

„პუპაცოს“ ქსელში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, 4 ივნისის ჩათვლით, განსაკუთრებული ფასდაკლება ვრცელდება
სათამაშოების მაღაზია „პუპაცო“ მომხმარებელს პერიოდულად სთავაზობს პრემიუმ კლასის ბრენდებზე სხვადასხვა სახის აქციებს, რომელიც ძირითადად სრულ ასორტიმენტს ეხება, შესაბამისად, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვთ, რომ მათი ბავშვებისთვის შეარჩიონ სასურველი პროდუქცია სასურველ ფასად.

ამჟამად „პუპაცოს“ ქსელში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, 4 ივნისის ჩათვლით ვრცელდება განსაკუთრებული, 35%-იანი ფასდაკლება.
„ვცდილობთ, მომხმარებელთან ვიყოთ მუდმივ ინტერაქციაში, რომ მივიღოთ უკუკავშირი, რას ისურვებენ, რას ელოდებიან, შესაბამისად, იგეგმება ჩვენი შეთავაზებები,“ - აცხადებენ „პუპაცოში“.
„პუპაცოს“ სოციალურ გვერდზე შეხვდებით სხვადასხვა ტიპის შეთავაზებებს, არა მხოლოდ ფასდაკლებას, არამედ გათამაშებებს, საჩუქრებს, ამიტომ გირჩევდით, რომ ადევნოთ თვალი მათ სოციალურ გვერდებს.

​მაღაზია წარმოდგენილია თბილისში, სამი ფილიალით: 
📍 ი. ჭავჭავაძის გამზ. 56 ა
📍 ი.ჭავჭავაძის გამზ. 37 მ @axistowersshoppingcenter
📍 პ. იბერის ქ. 4

საკონტაქტო: 595 505 500

https://www.instagram.com/p​upazzo.ge/

595505500

R.​

წაიკითხეთ სრულად