Baby Bag

რა დევს მაისის „ნამუ-ნამუ“ ჩანთაში?

რა დევს მაისის „ნამუ-ნამუ“ ჩანთაში?

მაისის Baby Bag მზადაა თქვენთან შესახვედრად. ამ თვის „ნამუ-ნამუ“ ჩანთას ევროპაში N1 ბრენდად აღიარებული ფროშის პროდუქცია ეკოლოგიურად ეკოლოგიურად სუფთა, სარეცხი ჟელეთი (საბავშვო) და ნატურალური და უსაფრთხო ქსოვილისგან შექმნილ საბავშვო ნაწარმის ქართული ბრენდი „მიმო“ ულამაზესი წინსაფრებით შეურთდნენ.

შეიძინეთ 99 ლარის ღირებულების პროდუქცია მხოლოდ 49 ლარად. ამასთან, მიიღეთ ფასდაკლების ვაუჩერები და პირველ შენაძენზე ჩვენი ჩანთა საჩუქრად.

🥇მაისის ნამუ-ნამუ ჩანთაში დაგხვდება Plasmon G​eorgia:

🔸 პირველადი ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი - 250 მლ

🔸 პაფი - მშრალი ხემსი, კარტოფილი და ოსპი - 15 გ

🔸 ზღვის ბასი კარტოფილით - 160 გ

🔸 რბილი ყველი და მოცარელა - 160 გ

🔸 ატმის და იოგურტის პაუჩი - 85 გ

🔸 -20% ფასდაკლება პსპ-ს სააფთიაქო ქსელში Plasmon-ის რძის ფორმულებზე

🔸 სასარგებლო რეცეპტები

🎁 მაისის ნამუ-ნამუ ჩანთის პირველი 6 გამომწერი ქართული ბრენდი Mimo • მი​მო-სგან უმაღლესი ხარისხის წყალგაუმტარი წინსაფრებით დასაჩუქრდება

🇬🇪 ქართული ბრენდი ბაი​ა-ს მრავალფეროვანი პროდუქციიდან მაისის Baby Bag-ში წარმოდგენილია:

🔸 შვრიის ორცხობილა - 210 გ

🔸 ხორბალი გარგარით და ქლიავით - 350 გ

🔸 შვრიის ფაფა - 350 გ

🐸 ჩანთაში აღმოაჩენ Frosch Georgia-ს ეკოლოგიურად სუფთა ჟელეს, რომელიც საწოვარების, ბოთლების, ჭურჭლისა და სათამაშოების გასარეცხად გამოიყენება

💚AGU Baby • აგუ ბე​იბი ჩვენს გამომწერებს ინოვაციურ შვეიცარულ საბავშვო პროდუქციაზე -20% ფასდაკლებით კვლავ ანებივრებს.
R.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბაია-ფუდი“ ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევრებს სთავაზობს ნოყიერი ფაფების, ბურღულეულისა და სხვა სასარგებლო პროდუქტების ფართო ასორტიმენტს

„ბაია-ფუდი“ ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევრებს სთავაზობს ნოყიერი ფაფების, ბურღულეულისა და სხვა სასარგებლო პროდუქტების ფართო ასორტიმენტს

„კომპანია „ბაია ფუდი“ ქართულ ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ დაფქულ-გადამუშავებული და ნატურალური, მშრალი ხილით გამდიდრებული ფაფების მიმართულებით მომხმარებლის საყვარელ, უკონკურენტო ბრენდად რჩება.

წლების განმავლობაში ტექნოლოგია დაიხვეწა, თუმცა დევიზი - „ჯანსაღი კვება, ჯანმრთელი მომავალი“ - არ შეცვლილა. სწორედ, ამ დევიზს ეფუძნება კომპანიის ყველა ახალი წამოწყება თუ პროდუქტი, მათ შორის, ხილის ფაფებიც, რომელთა ხაზიც „ბაია ფუდმა“ 2019 წლიდან დაამატა და შავი ქლიავის, ალუბლის, ვაშლის, ბანანისა თუ გარგარის ფაფებს უამრავი კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი შესძინა.

დაფქული წიწიბურას, ბრინჯის, შვრიის, ქერის, სიმინდის ფაფები თავიდან ბავშვთა კვების ხაზით იყო ჩაფიქრებული, თუმცა საწარმოს გაფართოებისა და ტექნოლოგიის დახვეწის შემდეგ „ბაია ფუდის“ ჯანსაღი, უჯრედისით მდიდარი ფაფები ყველა ასაკის მომხმარებლის საყვარელი პროდუქტი გახდა.

„ჩვენი პროდუქცია არ არის ქიმიურად დამუშავებული, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს, ემულგატორებსა თუ სტაბილიზატორებს. წიწიბურასა და ბრინჯის გარდა, ძირითადი ნედლეული - მარცვალ-ბურღულეული და ხილის ჩირებიც, რომლითაც ვამდიდრებთ ფაფებს, ქართული წარმოებისაა. მარცვალი მთლიანობაში გარეკანთან ერთად ჩვენთან სპეციალური დანადგარებით, ე.წ. რბილი დაფქვის მეთოდით იფქვება. ამ დროს ტემპერატურა 60 გრადუსს არ აჭარბებს, რაც მნიშვნელოვანია პროდუქტში ჯანსაღი ნივთიერებების შესანარჩუნებლად, ამიტომაც პროდუქტი მდიდარია: უჯრედისით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. დაფქული მარცვლეული კი გაცილებით მალე იხარშება, ვიდრე მთლიანი მარცვალი. ეს ყველაფერი ჩვენი ბრენდის ხარისხის და პოპულარობის საფუძველია. ჯანსაღი პროდუქტის წარმოება დაარსების დღიდან ჩვენი დევიზი და არჩევანია, რის გამოც ამ პროდუქციას ყველა ასაკის მომხმარებელი სიამოვნებით მიირთმევს“, - განაცხადა „კომპანია „ბაია ფუდის“ დამფუძნებელმა, ზვიად გრძელიძემ.

სხვადასხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროექტების დახმარებითა და საკუთარი ინვესტიციით, 50 კვ.მ. იჯარით აღებულ ფართში ერთი სახეობის ფაფით დაწყებული საქმე დღეისათვის საკუთარ საწარმოს, 25 სახეობის პროდუქტს და 18 დასაქმებულს ითვლის, რომელთა რიცხვიც პერიოდულად იზრდება.

„მომავალი წლიდან „ბაია ფუდი“ ახალი ხაზის - ხილის „სნექების“ წარმოებასაც დაიწყებს. ადგილობრივი ხილისგან დამზადებული, შოკოლადით გამდიდრებული ტკბილეული უახლესი ტექნოლოგიითა და ახალი დანადგარებით დამზადდება, რომლებიც „ბაია ფუდმა“ ინოვაციების სააგენტოს მიერ დაწესებული გრანტისა და UNDP-ს პროექტის ფარგლებში შეიძინა.

უკვე დაწყებულია ხილის „სნექებისთვის“ განკუთვნილი საწარმოს გაფართოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვა. 2023 წლის გაზაფხულიდან „ბაია ფუდი“ ხილის „სნექების“ პირველ რამდენიმე პროდუქტს გამოუშვებს.

2023 წელს განიხილება, ასევე, პროდუქციის გამრავალფეროვნება და ექსპორტზე გატანის შესაძლებლობაც. ექსპორტამდე კი ხილისა და ბურღულ-მარცვლეულის ფაფებს „მიუსლიც“ დაემატება.

„ბაია ფუდის“ პროდუქცია უკვე წლებია გასაყიდად წარმოდგენილია: კარფურში, გუდვილში, ფრესკოში, მაგნიტი მაქსში, უნივერსამში, ნატურალში, ნაზილბეში, ვილმარტში, იალჩინ მარკეტში, ავერსისა და იმპექსის სააფთიაქო ქსელში.“

R.​

წაიკითხეთ სრულად