Baby Bag

Baby Bag - ირჩევენ მცოდნე დედები - რა დევს ნოემბრის ნამუ-ნამუ ჩანთში?

Baby Bag - ირჩევენ მცოდნე დედები - რა დევს ნოემბრის ნამუ-ნამუ ჩანთში?

Baby Bag ნოემბრის ნამუ-ნამუ ჩანთით გიბრუნდებათ. 

ნოემბრის თვეში ნამუ-ნამუ ჩანთის ექსკლუზიური წარმდგენი BabyBio Georgia - ა. ახალი კონცეფციით შექმნილი, დახვეწილი ფრანგული სამზარეულოდან პატარა გურმანებს Baby Bag-ში დახვდებათ:
  • მენიუ ,,ძილინებისა" - სტაფილო და გოგრა ბრინჯით, ორგანული, 200 გრ, 6 თვიდან
  • ფრანგული იოგურტი - თხის რძით, გარგარით და ბანანით, ორგანული, 130 გრ x 2, 6 თვიდან
  • ლანჩ მენიუ - ორთქლზე მომზადებული გოგრა და სტაფილო, 130 გრ x 2, 4 თვიდან
  • კონფიტიური - მოცვი და ვაშლი, 130 გრ, 4 თვიდან
  • ფრანგული იოგურტი ცხვრის რძით და მანგოთი, 130 გრ x 2, 6 თვიდან
  • ხილფაფა - მარწყვი და ვაშლი ვანილით, 90 გრ x 2, 6 თვიდან
  • ფრანგული ბისკვიტი ფორთოხლით - 120 გრ, 10 თვიდან
  • 20%- იანი ფასდაკლების ვაუჩერი და სასარგებლო ინფორმაციები ბეიბი ბიოს ბავშვთა ორგანული კვების შესახებ

ნოემბრის ნამუ-ნამუ ჩანთაში დაგხვდებათ ქართული კომპანია Mimo • მიმო - ს წყალგაუმტარი, ულამაზესი წინსაფრები თქვენი პატარებისთვის

Baby bag-ში ასევე წარმოდგენილია: 

AGU Baby • აგუ ბეიბი - ს 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი, ინოვაციურ შვეიცარულ საბავშვო ტექნიკაზე

49 ლარად წარმოგიდგენთ Babybio-სა და MI.MO-ს თქვენთვის საყვარელ პროდუქციას,  პირველ შენაძენზე კი ჩვენს ჩანთას გისაჩუქრებთ. 

შესაძენად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში - https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

Ikokids - ქართული ხელნაკეთი განმავითარებელი სათამაშოები დაუვიწყარი მომენტებისთვის

Ikokids - ქართული ხელნაკეთი განმავითარებელი სათამაშოები დაუვიწყარი მომენტებისთვის
ბავშვობაში ყველას გვითამაშია შტაბობანა, მაგიდის ქვეშ სახლობანა ან სამალავი მოგვიწყვია პლედებით. ეს თამაშები იყო ინსპირაცია ჩემთვის, როდესაც პირველად ჩემი უმცროსი შვილისთვის შევკერე კარავი იუთუბზე განთავსებული ვიდეოს დახმარებით. კერვა და ხელსაქმე ბავშვობიდან მიყვარდა და პირველივე ცდაზე გამომივიდა. ამ კარვით გამოწვეულმა ემოციებმა, ჩემი შვილების, ჩემთან სტუმრად მოსული ყველა ბავშვის ემოციამ და მათი მშობლების აღფრთოვანებამ გადამაწყვეტინა ჩემი ჰობი ბიზნედად მექცია. ასე შეიქმნა ​ikokids. დავიწყე კარვებით, ნელ-ნელა გავზრდე ასორტიმენტი და გავფართოვდით.
​დღეს ჩემი სახელოსნო არის ადგილი, სადაც ყოველდღე ვქმნით ჯანსაღ და ჯადოსნურ გარემოს ბავშვებისთვის - ვამზადებთ განმავითარებელ სათამაშოებს: კარვებს, კალათებს სათამაშოებისა და პატარა ნივთებისთვის, თეატრებს, დროშებს, კედლის დეკორაციებს, კარვებს თოჯინებითვის და სხვადასხვა ფორმის რბილ სათამაშოებს. ვმუშაობთ ნებისმიერი სირთულის ინდივიდუალურ შეკვეთაზე. პროდუქციაზე ვაკეთებთ პერსონალური სახელის, წარწერის, საყვარელი ზღაპრის გმირის დახატვას. არ ვიყენებთ პრინტს, ყველაფერს ვხატავთ ხელით, წყალგამძლე, ტექსტილისთვის განკუთვნილი ეკოსაღებავებით.

 

​საბავშვო პროდუქციის დამზადებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია პროდუქციის ხარისხი, ამიტომ ვიყენებთ, მხოლოდ 100% ბამბის, სერთიფიცირებულ ქსოვილს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე ზრუნვა. ამისათვის გავაკეთეთ პატარა ზომის სათამაშოების ხაზი, რომლებსაც ჩვენი ქსოვილების ნარჩენებისგან ვკერავთ. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სრულად გადავიდეთ უნარჩემო წარმოებაზე, ამით პატარა წვლილი შევიტანოთ ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაში. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ბავშვისთვის შევქმნათ ჯანსაღი და ჯადოსნური გარემო. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია მომხარებელს შევთავაზო ადგილოვრივი წარმოების ხარისხიანი პროდუქცია და ახალგაზრდა მშობლებისთვის მარტივი და სახალისო გავხადო მშობლობა. დასახული მიზნებისკენ სვლაში მომხმარებელთა უკუკავშირი მამოტივირებს და მაძლიერებს.

R.
წაიკითხეთ სრულად