Baby Bag

რამდენიმე სასწავლო დაწესებულების სტუდენტებისვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა

რამდენიმე სასწავლო დაწესებულების სტუდენტებისვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე სასწავლო დაწესებულების სტუდენტებისვის რიგგარეშე მობილობა ცხადდება:

  • შპს საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ უნიჯეოს, შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და შპს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის/აბიტურიენტებისათვის.
  • შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, შპს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტისა და შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის იმ მაგისტრანტობისკანდიდატებისათვის, რომლებმაც ამ დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად.
  • იმ კატეგორიის სტუდენტებისათვის, რომლებმაც მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით მოიპოვეს ამ დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება და ასევე იმ პირებისთვის, რომელთა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემიდან გასულია თორმეტთვიანი ვადა. 

ცენტრის ინფორმაციით, რიგგარეშე მობილობა განხორციელდება გამარტივებული წესით. ​მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოყენებული ელექტრონული პორტალი. 

ცენტრის ვებ-გვერდზე 2018 წლის 08 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით ეტაპობრივად გამოქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები.

მობილობის მსურველმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები 2018 წლის 15 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით. 

დეტალური ინფორმაციას გაეცანით ბმულზე - ​რიგგარეშე მობილობა