Baby Bag

„როდესაც ტყვია აღმოჩნდება ბავშვის სხეულში, პირველ რიგში, ის აზიანებს ნერვულ სისტემას,“ - გიორგი ღოღობერიძე

„როდესაც ტყვია აღმოჩნდება ბავშვის სხეულში, პირველ რიგში, ის აზიანებს ნერვულ სისტემას,“ - გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ჩვენს ჯანმრთელობაზე ტყვიის მავნე ზეგავლენის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ტყვია, პირველ რიგში, თავის ტვინს აზიანებს:

​ტყვია ჩვენს ორგანიზმში გროვდება. რომ შემოდის, ვეღარ გადის, რჩება და გვაზიანებს. ტყვია განსაკუთრებით აზიანებს ჩვენს თავის ტვინს. ჩვენი თავის ტვინი აგებული არის ნეირონებით. ნეირონებს შორის კომუნიკაცია ხდება მორჩების საშუალებით. სწორედ ამ მორჩებს აზიანებს ტყვია და ერთ ნეირონს მეორესთან წვდომა აღარ აქვს. როდესაც ტყვია აღმოჩნდება ბავშვის სხეულში, პირველ რიგში, ის აზიანებს ნერვულ სისტემას.“

გიორგი ღოღობერიძემ ტყვიის პოტენციური წყაროების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს ნიადაგი წარმოადგენს:

​რა შეიძლება იყოს პოტენციურად ტყვიის წყარო? პირველ რიგში, ეს არის ნიადაგი, ნიადაგზე რაც იზრდება, ასევე იმ ცხოველების ხორცი, რომლებიც ჭამენ მცენარეებს, რომლებიც ნიადაგზე იზრდება, ასევე ამ ცხოველებისგან მიღებული რძის პროდუქტებიც. ჩვენი ქართული სუნელები ტყვიას არ შეიცავს, მაგრამ ზოგჯერ ამ ქართულ სუნელს ამატებენ აზიიდან შემოტანილ სუნელებს და სუნელებიც შეიძლება გახდეს ტყვიით მოწამვლის წყარო.“

„ტყვიით მოწამვლის მიზეზი შეიძლება იყოს წყალიც, ასევე ძველი საღებავები. ძველ საღებავებში ფერის მისაცემად გამოიყენებოდა ტყვია და მისი ნაერთები. ტყვიით ინტოქსიკაციას იწვევს სათამაშოებიც. ბავშვები პირში იდებენ ხოლმე სათამაშოებს, ამიტომ სათამაშოების ხშირი რეცხვა კარგი პრევენცია იქნებოდა. ​ტყვიით მოწამვლის მიზეზი შეიძლება გახდეს გამონაბოლქვიც,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა

„ასეთ ბავშვს ტყვიით მოწამვლა არ განუვითარდება. ტყვია ვერ ჩაჯდება მის ორგანიზმში,“ - პედიატ...
​პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ტყვიით მოწამვლის მზარდი შემთხვევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა საგანგაშო არ არის:„მე არასდროს მიმითითებია პა...