ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.

პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. რესურსი მოიცავს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ სავარჯიშოებს, განმარტებით ვიდეოებსა და ჩეთბოტს.

მასწავლებლის სტატუსის მქონე მომხმარებელს სისტემა საშუალებას აძლევს, ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და გააერთიანოს კლასებად.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს.

რესურსი იხილეთ ბმულზე - ქართული ენის გრამატიკა

შეიძლება დაინტერესდეთ

„წლინახევრიდან უკვე უნდა დავიწყოთ მცირე დროით რაღაც მოთხოვნილებების გადავადება,“- ფსიქოლოგი ზანდა ჩეჩელაშვილი

ფსიქოლოგმა ზანდა ჩეჩელაშვილმა ბავშვისთვის თვითკონტროლის უნარის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჩვენ რომ ვლაპარაკობთ წესებსა და ჩარჩოებზე, წესის და ჩარჩოს ფუნქცია არის რამდენიმე. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ბავშვს სოციალიზაციაში ვეხმარები და წესებს ავათვისებინებ, რაც გარკვეულ კულტურაში მისაღებია. მას ეხმარება ეს მეგობრის შეძენაში, ავტორიტეტთან მოქცევაში, მაგრამ მარტო ეს არ არის მიზანი. მიზანი არის ზუსტად ის, რომ რაღაც საჭიროების და მოთხოვნილების გადავადებას ბავშვს რომ ვასწავლი, რომ ვეუნები: ახლა არ შეიძლება და შეიძლება ერთ საათში, რომ ვეუბნები: ჯერ უნდა იმეცადინო და მერე უყურო რაღაც ვიდეოს, ამით ბავშვი სწავლობს თვითკონტროლს და საკუთარი თავის მართვას.

ამას ძალიან ადრეული ასაკიდან აკეთებენ განვითარებულ ქვეყნებში მშობლები. წლინახევრიდან უკვე ვიწყებთ მცირე დროით რაღაც მოთხოვნილებების გადავადებას. შეიძლება ეს დავიწყოთ 2 წუთით, ძალიან მცირე დროით. მერე სასკოლო ასაკში გავზარდოთ უფრო დიდზე. არასასურველია ქცევა, რომელიც ბავშვს განვითარებაში უშლის ხელს. ბავშვს, რომელსაც თვითკონტროლი არ აქვს და საკუთარი თავის მართვა არ შეუძლია, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს ბავშვი დაჯდება გაკვეთილზე, სანამ კითხვას მას არ დაუსვამენ, მანამდე არ გასცემს პასუხს, თანატოლს დააცდის, რომ პასუხი გასცეს. რომ მოშივდება, მაშინვე საჭმელად არ გავარდება. მერე უკვე სამსახურშიც გჭირდება ეს, რომ რაღაც მოითმინო, ვიღაც მოითმინო,“- აღნიშნულ საკითხზე ზანდა ჩეჩელაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად