Baby Bag

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა.

მოგეხსენებათ, პირველკლასელთა რეგისტრაციის მიმდინარეობისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა განხორციელდეს იმ ბავშვების ჩარიცხვა, რომელთაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 15 მაისის N 543304 ბრძანების მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა:

  • გახანგრძლივდა ამჟამად მიმდინარე II ეტაპი – მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 2023 წლის 19 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;

ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია;

გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

  • 2023 წლის 22-23 მაისს დამატებით განხორციელდება რეგისტრაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერ დარეგისტრირდნენ სკოლებში.

პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2023 წლის 24 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა, ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი.

იმ ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.

  • III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

  • IV ეტაპი – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა 2022 - გამოყენებული ტესტები

მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა 2022 - გამოყენებული ტესტები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ 2022 წლის მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებს: 

 დაწყებითი საფეხური - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV) – I ვარიანტი

დაწყებითი საფეხური - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV) – II ვარიანტი

ტესტი მათემატიკაში (I-VI) - I ვარიანტი

ტესტი მათემატიკაში (I-VI)- II ვარიანტი

ტესტი მათემატიკაში აზერბაიჯანულად (I-VI)

ტესტი მათემატიკაში სომხურად (I-VI)

ტესტი მათემატიკაში რუსულად (I-VI) - I ვარიანტი

ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-VI)

ტესტი ბუნებისმეტყველებაში ( I-VI )

ტესტი ბუნებისმეტყველებაში აზერბაიჯანულად (I-VI)

ტესტი ბუნებისმეტყველებაში სომხურად ( I-VI)

ტესტი ბუნებისმეტყველებაში რუსულად (I-VI)

ტესტი მუსიკაში

ტესტი მუსიკაში აზერბაიჯანულად

ტესტი მუსიკაში სომხურად

ტესტი მუსიკაში რუსულად

მუსიკა - მოსმენის ნაწილი

სამოქალაქო განათლების ტესტი - I ვარიანტი

სამოქალაქო განათლების ტესტი - II ვარიანტი

სამოქალაქო განათლების ტესტი - აზერბაიჯანულ ენაზე

სამოქალაქო განათლების ტესტი - სომხურ ენაზე

სამოქალაქო განათლების ტესტი - რუსულ ენაზე

პროფესიული უნარების ტესტი სპეციალური მასწავლებლებისთვის - I ვარიანტი

პროფესიული უნარების ტესტი სპეციალური მასწავლებლებისთვის - II ვარიანტი

ბიოლოგიის ტესტი

ბიოლოგიის ტესტი აზერბაიჯანულად

ბიოლოგიის ტესტი სომხურად

ბიოლოგიის ტესტი რუსულად

გეოგრაფიის ტესტი

გეოგრაფიის ტესტი აზერბაიჯანულად

გეოგრაფიის ტესტი სომხურად

გეოგრაფიის ტესტი რუსულად

მათემატიკის ტესტი

მათემატიკის ტესტი აზერბაიჯანულად

მათემატიკის ტესტი სომხურად

მათემატიკის ტესტი რუსულად

ფიზიკის ტესტი

ფიზიკის ტესტი აზერბაიჯანულად

ფიზიკის ტესტი სომხურად

ფიზიკის ტესტი რუსულად

ქართული, როგორც მეორე ენა

ქართული, როგორც მეორე ენა - მოსმენის დავალება

აზერბაიჯანული ენის ტესტი

სომხური ენის ტესტი

პროფესიული უნარების ტესტი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის - I ვარიანტი

პროფესიული უნარების ტესტი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის - II ვარიანტი

პროფესიული უნარების ტესტი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის - III ვარიანტი

ტესტი ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - I ვარიანტი

ტესტი ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - II ვარიანტი

ტესტი ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში აზერბაიჯანულად

ტესტი ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში სომხურად

ტესტი ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში რუსულად

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი (ვარიანტი I)

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული დავალებები - სამუშაო ფაილების საბოლოო სახე (ვარიანტი I)

ისტორიის ტესტი - I ვარიანტი

ისტორიის ტესტი - II ვარიანტი

ისტორიის ტესტი აზერბაიჯანულად

ისტორიის ტესტი სომხურად

ისტორიის ტესტი რუსულად

ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII)- I ვარიანტი

ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII)- II ვარიანტი

ქიმიის ტესტი - I ვარიანტი

ქიმიის ტესტი - II ვარიანტი

ქიმიის ტესტი აზერბაიჯანულად

ქიმიის ტესტი სომხურად

ქიმიის ტესტი რუსულად

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტი - I ვარიანტი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტი - II ვარიანტი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტი აზერბაიჯანულად

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტი სომხურად

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტი რუსულად

ტესტი ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში - I ვარიანტი

ტესტი ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში - II ვარიანტი

ტესტი ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში აზერბაიჯანულად

ტესტი ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში სომხურად

ტესტი ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში რუსულად

ინგლისური ენა - ვარიანტი I

ინგლისური ენა - მოსმენის დავალება - ვარიანტი I

ინგლისური ენა - ვარიანტი II

ინგლისური ენა - მოსმენის დავალება-ვარიანტი II

გერმანული ენა

გერმანული ენა - მოსმენის დავალება

რუსული ენა

რუსული ენა - მოსმენის დავალება

ფრანგული ენა - ვარიანტი I

ფრანგული ენა - ვარიანტი II

ფრანგული ენა - მოსმენის დავალება - ვარიანტი I

ფრანგული ენა - მოსმენის დავალება - ვარიანტი II

წაიკითხეთ სრულად