Baby Bag

როგორ გამოიყურებოდა ნუკი ერთი თვის წინ და რა შედეგს მიაღწია მან თავისი დიეტით

როგორ გამოიყურებოდა ნუკი ერთი თვის წინ და რა შედეგს მიაღწია მან თავისი დიეტით

ნუკი კოშკელიშვილმა ინსტაგრამის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - ერთი თვის წინ და შემდეგ. 

ფოტოზე აშკარად დიდი სხვაობაა. ნუკიმ თავისი დიეტით ზედმეტი კილოგრამების დაკლება შეძლო. 

„ოპააააა, სულ ცოტა დარჩა. თითქოს კი მიხარია რომ ცოტა ჩემს ძველ თავს ვემსგავსები, მაგრამ აი, ამ ბოლო ორ/სამ კილოსთან ბრძოლა ტანჯვაა. მშიაააააააა!!! თან მშია რამე საზიზღრობა ან შაურმა, ან ტორტი ან კიდევ რამე “ვარესი”. რა დავაშავეთ ამ სიპუტკუნისკენ მიდრეკილმა ხალხმა რომ სულ მუდამ იმაზე ვდარდობთ რამდენი ვჭამეთ, ვაიმე არ გავსუქდე გვიტრიალებს ტვინში. ამ დროს გაჩხიკინებული საზიზღარი ადამიანები კარაქიან პურს არ იკლებენ. ახლა ცოტა გამამხნევეთ და ხვალ დავწერ როგორ დავიკელი, სულ დაწვრილებით,“ - აღნიშნავს ნუკი. 

დიეტა იხილეთ ბმულზე - ​ნუკის ​დიეტა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად