„არასდროს გამაძღარი არ უნდა ადგე სუფრიდან,“- ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა სწორი კვების შესახებ

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ სწორი კვების წესების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხელი ან ცივი ერთი და იგივე პროდუქტი ერთნაირი რაოდენობით კალორიებს შეიცავს:

„როდესაც პაციენტებს რაღაც კერძებს ვუკრძალავთ, ძირითადად სამეგრელოს რეგიონის წარმომადგენლებს ღომს, ვეუბნებით: „ღომი არ შეიძლება.“ გვეკითხებიან: „არც ცივი?“ ეს ძალიან ტიპური აღქმაა. წარმოუდგენელია, ცხელმა რაიმე კალორაჟი შემატოს პროდუქტს. განწყობით როდესაც ვჭამთ ცივ მჭადს და გვგონია, რომ არ გვასუქებს, ეს გვაბედნიერებს. შესაძლოა, 200-300 გრამი მოვიმატოთ, მაგრამ ჩვენ ხომ დარწმუნებულები ვართ, რომ ასე არაა.“

ლაშა უჩავას თქმით, ჭამა სიამოვნებაა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დღის განმავლობაში რაციონი სწორად გადავანაწილოთ:

„ჭამა არის სიამოვნება. ვერაფერს ვერ ვიტყვით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიამოვნების განცდაა. ყოველთვის, როდესაც მივირთმევთ რამეს, გვინდა, რომ ეს გავახანგრძლივოთ. როდესაც რაღაც გვინდა, ის უნდა გადმოვიღოთ, გავაფორმოთ. ​ყველაზე გადამწყვეტია, რომ არ უნდა მოგვშივდეს. უნდა გადავანაწილოთ დღის განმავლობაში რაციონი ისე, რომ შიმშილის გრძნობამ არ უნდა შეგვაწუხოს.“

„არასდროს გამაძღარი არ უნდა ადგე სუფრიდან. შეიძლება გამაძღარი ავდგეთ, მაგრამ სუფრასთან უნდა დავყოვნდეთ დიდი ხანი გამაძღარი. პანდემიის პირობებში ერთადერთი ქვეყანა იყო საფრანგეთი, სადაც სიმსუქნის თვალსაზრისით სტატისტიკური მონაცემები არ შეცვლილა,“ - აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჩვენი ოჯახი“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

დეტოქს-კოქტეილის რეცეპტი ლაშა უჩავასგან, რომელიც სწრაფი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ
​ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საზოგადოებას ჯადოსნური დეტოქს-კოქტეილის რეცეპტი გააცნო, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სადღესასწაულო დღეების შე...

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა ვუმკურნალოთ თუ არა მედიკამენტებით ჭარბი ოფლიანობის პრობლემას ბავშვებში? - პედიატრ თემურ მიქელაძის რეკომენდაცია მშობლებს

პედიატრმა თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ჭარბი ოფლიანობის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა:

„როდესაც ჰორმონალური დარღვევები, D ვიტამინის დეფიციტი იწვევს ჭარბ ოფლიანობას, მაინც არის ხოლმე კლინიკური გამოვლინებები. ექიმს შეუძლია ამ კლინიკური გამოვლინებების ამოცნობა და დანიშნოს ჰორმონული კვლევები. საკმაოდ ბევრი ბავშვი მოგვმართავს ჭარბი ოფლიანობით. ეს პრაქტიკულად დამოკიდებულია იმაზე, რომ ნერვულ სისტემას აქვს ორი ტიპი: სიმპათიკოტონიური და ვაგოტონიური ტიპები. ბავშვებში, რომლებშიც ჭარბობს ვაგოტონიური ტიპი, საკმაოდ ხშირია ასეთი ოფლიანობა. ხშირია სისხლძარღვოვანი რეაქციები, წამოწითლებები. სახეზე აწითლდებიან ხოლმე ბავშვები, გინახავთ საკმაოდ ხშირად.

მე მქონია შემთხვევები, როდესაც პაციენტებს იმდენად ჭარბი ოფლიანობა აქვთ, რომ წერის დროს მათი რვეული და საწერი ფურცელი ბოლომდე სველდება. ასეთ შემთხვევაში მოწოდებულია ბავშვებში ბოტოქსით მკურნალობა. სხვა მედიკამენტოზურ ჩარევას არ გირჩევთ. 9 წლის ასაკიდან პრეპუბერტატულ ასაკად ითვლება. მე ვთვლი, რომ როდესაც ნეიროჰორმონალური აქტივობა გამოსწორდება, მათ შორის ვეგეტატიური ნერვული სისტემაც გადაერთვება, დაბალანსდება, 13-14 წლის ასაკში ბავშვს ჭარბმა ოფლიანობამ უნდა გაუაროს. მშობელი არ უნდა აჩქარდეს მედიკამენტებთან დაკავშირებით, კლინიკურ კვლევებსაც დაანებეთ თავი. ვერაფერს ვერ მიაგნებთ. საკმაოდ ხშირად მოგვმართავენ ამის გამო და ეს ასაკის მატებასთან ერთად გადაივლის, როგორც წესი,“- აღნიშნა თემურ მიქელაძემ.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად