„აცტეკებთან სამუდამო ვალში ვართ. კარტოფილი, სიმინდი, გოგრა და კიდევ სხვა ბევრი ბოსტნეული ხომ მათი საჩუქარია. გაგიკვირდებთ და ინდაური სწორედ ის ფრინველია, რომელიც ევროპაში სამხრეთ ამერიკიდან მოხვდა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ამერიკის ნაპირებთან მიცურებულ ქრისტეფორე კოლუმბს თავი ინდოეთის სანაპიროსთან ეგონა, ვარაუდობენ, რომ ამ ფრინველსაც ბევრ ენაში, მათ შორის ქართულშიც, სწორედ ამიტომ შერჩა წარმოშობის მიმანიშნებელი ასეთი სახელი.
ინდაური განსაკუთრებული ფრინველია - საკმაოდ მომთხოვნი კარგი მოვლა-პატრონობის მიმართ, ვერ იტანს დახურულ სირცეს. მისი ზრდისათვის აუცილებლია გარეთ, სუფთა ჰაერზე გაყვანა, ხარისხიანი საკვები, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცავდეს ვიტამინებს. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ინდაურის ხორცი გაცილებით უფრო მდიდარი შემადგენლობისაა და სუფთაც, ვიდრე ქათმის ხორცი.
B ჯგუფის ვიტამინების საბადო
იშვიათად ნახავთ ხორცს, ასე უხვად რომ შეიცავდეს B ჯგუფის ვიტამინებს.
B 9 (ფოლიუმის მჟავა) და B12 ვიტამინი (ციანკობალამინი) სისხლწარმოქმნის პროცესებში აქტიურად მონაწილეობენ და ხელს უშლიან ანემიის განვითარებას.
B 4 ვიტამინი (ქოლინი) ლეციტინთან ერთად ცხიმების ცვლაში მონაწილეობს, ასევე არეგულირებს ინსულინის დონეს სისხლშიდა ხელს უწყობს ამინომჟავების სინთეზს.
ინდაურის ხორცი საკმაო რაოდენობის C ვიტამინსაც შეიცავს.
მინერალების წყარო
ინდაურის ხორცი დიდი რაოდენობით კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, იოდსა და გოგირდს შეიცავს. ამასთანავე, ფოსფორი მასში ისეთივე რაოდენობითაა, რაც ზოგიერთი თევზის ხორცში.
ინდაურის ხორცი მდიდარია თუთიით, ის 300-მდე ფერმენტის შემადგენლობაში შედის, რომლებიც ორგანიმში მიმდინარე ნივთიერებათ ცვლის რეაქციებში მონაწილეობენ. ეს რეაქციები კი ბავშვის ნორმალურ ზრდა-განვითარებას განსაზღვრავს.
სელენის მაღალი შემცველობის გამო ამ ხორცს ანტიოქსიდანტური თვისებებიც აქვს.
რკინის დიდი რაოდენობა კი რკინადეფიციტური ანემიისაგან დაცვას განაპირობებს.
განსაკუთრებული ცილა
ინდაურის ხორცის ცილა ადვილად ასათვისებელია, ამასთანავე შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, რაც ბავშვის ზრდა-განვითარებისათვისა აუცილებელი, ორგანიზმში კი არ სინთეზირდება.
ცალკე უნდა გამოვყოთ ამინომჟავა ტრიფტოფანის მაღალი შემცველობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბიოაქტიური ნივთიერების, სეროტონინის სინთეზთან. შეგახსენებთ, სწორედ სეროტონინია ჩვენი კარგი გუნება-განწყობის მფარველი.
დიეტური ხორცი
ინდაურის თეთრი ხორცი განსაკუთრებით სასარგებლოა პატარებისათვის. ის მცირე რაოდენობით ცხიმს შეიცავს, ამასთანავე ამ ცხიმის უდიდესი ნაწილი ადვილად ასათვისებელი და სასარგებლო უჯერი ცხიმებითაა წარმოდგნეილი.
პრაქტიკულად არ შეიცავს ქოლესტერინს და ალერგიულ ნივთიერებებს, ამიტომაც ინდაურის ხორცი ცნობილია, როგორც დიეტური, ჰიპოალერგიული პროდუქტი.
არ დაივიწყოთ საფრთხე - ინდაური, როგორც სხვა ფრინველები, შეიძლება იყოს სალმონელოზის გადამტანი, ამიტომ აუცილებელია მისი ხორცის სრულყოფილი თერმული დამუშავება.
ინდაურის ხორცის მიცემა 6 თვიდან შეგიძლიათ ბოსტნეულთან ერთად.
ბოსტნეულის სუპი ინდაურის ხორცის გუფთით 8-9 თვიდან
მასალა:
ინდაურის თეთრი ხორცი 100 გრ
რძე 20 მლ
თეთრი პური - 20 გ
1 კვერცხის გული
ხახვი 1 მომცრო თავი, ნიორი 1 კბილი
ბრინჯი - 1 ჩაის კოვზი
ოხრახური, კამა, მცირე ზომის სტაფილო, კარტოფილი.
მომზადება
გასუფთავებული ხორცი ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანანაში, დაამატეთ რძეში დამბალი პური და კვერცხის გული. გააკეთეთ მომცრო გუფთები და მოხარშეთ. მოამზადეთ ბოსტნეულის სუფი - გახეხილი სტაფილო, კარტოფილი, ხახვი ჩადეთ ქვაბში, დაამატეთ ადუღებული წყალი, კარგად წამოდუღების შემდეგ ჩაამატთ ბრინჯი და მოხარშეთ კარგად. ბოლოს ჩაამატეთ თითო ძირი ოხრახუში და კამა. მომზადების შემდეგ მწვანილი და ხახვი ამოიღეთ. ბოსტნეული დაჭყლიტეთ. გუფთები ჩაალაგეთ ბოსტნეულის სუფში,“ - წერს